ტესტი კორონავირუსზე

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 35 ათასს გადააჭარბა

84
(განახლებულია 20:40 21.07.2020)
სომხეთის ხელისუფლება რეგულარულად მოუწოდებს მოსახლეობას მკაცრად დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ნორმები

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 35 254-მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

შედარებისთვის, 20 ივლისს 34 981 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამგვარად, ერთ დღე-ღამეში 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სომხეთში 662 ადამიანი გარდაიცვალა (გასულ დღე-ღამეში - 12). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზებით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 215-მდე გაიზარდა (გასულ დღე-ღამეში - 6).

კორონავირუსი 24 206-მა პაციენტმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს გადის 10 171 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად სულ ჩატარდა 148 180 ტესტი.

სომხეთში 16 მარტიდან 12 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. აკრძალულია მიტინგები და თავყრილობები. პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

84
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)
რამზან კადიროვი

მზადდება პროვოკაცია კადიროვის ნიღბით: ჩეჩნური ტელეარხი ვიდეომტკიცებულებას ავრცელებს

131
(განახლებულია 15:30 16.09.2020)
ჩეჩნური ტელეარხის ​ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპაში მზადდება პროვოკაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რისთვისაც მისი ნიღაბი იქნება გამოყენებული, ნათქვამია ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხ „გროზნის“ Twitter-ზე.

​ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

„ამ მონაცემებს ადასტურებს ვიდეო, რომელიც მივიღეთ. მასზე ჩანს, რომ შექმნილია რეალისტური ნიღაბი, რომელიც გასაიდუმლოებულ ევროპულ ლაბორატორიაში დამზადდა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით“, — წერს ტელეარხი, ეყრდნობა რა eldit_net-ის Instagram-აკაუნტზე გამოქვეყნებულ ვიდეოს. 

გარდა ამისა, როგორც „გროზნის“ პოსტიდან ირკვევა, უკვე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ნიღბის გამოყენებით პროვიკაციების მოსაწყობად.

View this post on Instagram

A post shared by ◾НОВОСТИ/СОБЫТИЯ (@eldit_net) on

აღსანიშნავია, რომ მანამდე რამზან კადიროვმა მოუწოდა ჩეჩენ ჟურნალისტებს, ებრძოლონ საინფორმაციო პროვოკაციებსა და დეზინფორმაციის მცდელობებს.

 

131
თემები:
მსოფლიო დღეს
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“

საქართველოდან აზერბაიჯანში 350 ადამიანი გაემგზავრება

332
(განახლებულია 19:13 13.09.2020)
მოქალაქეები, რომელთა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ორშაბათს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაემგზავრებიან

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოდან აზერბაიჯანში მიემგზავრება 350 ადამიანი, მათ შორის არის აზერბაიჯანის 97 მოქალაქე, საქართველოს 240 მოქალაქე, რუსეთის ექვსი მოქალაქე, 2 - ყაზახეთის მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე, უკრაინის სამი მოქალაქე და პაკისტანის ერთი მოქალაქე.

როგორც Sputnik-აზერბაიჯანი იუწყება, ყველა მათგანს მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, და მათ, ვისი ტესტის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, ორშაბათს, 14 სექტემბერს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაამგზავრებენ.

ადრე, 19 აგვისტოს სამშობლოში გაემგზავრა აზერბაიჯანის 119 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩარჩნენ. მათ გარდა იყვნენ ასევე საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები.

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი 14 მარტიდან COVID-19-ის პანდემიის გამო დაიკეტა. ამ პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში დაახლოებით 2 500 ადამიანი გადაიყვანეს.

332
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 19 სექტემბერს

0
(განახლებულია 09:13 19.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0254 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 19 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2140 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0254 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 19 სექტემბერს
ლარის კურსი 19 სექტემბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს