მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აზერბაიჯანს მობეზრდა უაზრო მოლაპარაკებები: ალიევი შუამავლებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, რესპუბლიკაში კარგად იციან, „რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს“ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანელ ხალხს მობეზრდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებები, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის თათბირზე.

პრეზიდენტის სიტყვას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტო აქვეყნებს საკუთარ საიტზე.

„აზერბაიჯანელ ხალხს მობეზრდა ეს უაზრო მოლაპარაკებები. ამიტომ, დაე, ისინი, ვინც ამ საკითხითაა დაკავებული და ამ დღეებში საშუამავლო წინადადებებს აყენებენ, დაფიქრდნენ ამაზე. აზერბაიჯანელი ხალხის მოთმინება უსაზღვრო არააა... აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ჩვენი აზრი ამ საკითხზე კატეგორიულია“, — განაცხადა ალიევმა.

ამასთან ქვეყნის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „არავის ურჩევს გაუსწროს მოვლენებს აზრბაიჯანში“, ვინაიდან ამან „შესაძლოა ზიანი გამოიწვიოს“, რომ რესპუბლიკაში იციან, „რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს“.

მზადება საარტილერიო ცეცხლისთვის - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა: ვრცელდება ვიდეო- და ფოტოფაქტები

ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1994 წელს ხელმოწერილი ოფიციალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რეგიონში პერიოდულად ხდება სამხედრო დაპირისპირება.

მიმდინარე წლის 12 ივლისს კი ახალი შეტაკებები დაიწყო აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, სადაც ამ დროისათვის სიმშვიდეა. 

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ შეტაკების დაწყებასა და სროლებს. მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0