სომხეთ-საქართველოს საზღვარი

რუსეთის მოქალაქეები სომხეთიდან სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდებიან

104
სომხეთში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ მოქალაქეთა სიები წინასწარ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით შედგება. ტრანსპორტირების ხარჯებს „სამხრეთ-კავკასიის რკინიგზა“ დაფარავს

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. რუსეთის მოქალაქეები სომხეთიდან სამშობლოში საქართველოს გავლით კომფორტული ავტობუსებით დაბრუნდებიან, იუწყება Sputnik-სომხეთი.

„ქართული მხარე დათანხმდა იმაზე, რომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთიდან სამშობლოში რუსი მოქალაქეების მორიგი ჯგუფი ავტობუსებით დაბრუნდეს. მიმდინარეობს მუშაობა ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ამ ორგანიზებულ დაბრუნებას სამშობლოში ეხება”, - ნათქვამია სომხეთში რუსეთის საელჩოს პრესსამსახურის განცხადებაში.

მოქალაქეთა სიები წინასწარ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით შედგება, წამსვლელ მოქალაქეებს საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლები დაუკავშირდებიან.

აღნიშნულია, რომ კომპანია „სამხრეთ-კავკასიის რკინიგზა“ მზად არის აიღოს საკუთარ თავზე ტრანსპორტირების ხარჯი - რუსეთის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან ტურისტული კლასის კომფორტული ავტობუსებით (კონდიციონერებით და საპირფარეშოებით), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ტერიტორიის გავლით მგზავრობას, რადგან არ იქნება აუცილებელი ტექნიკური გაჩერებების გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მარტიდან მოქმედებს უცხოელთა შემოსვლის აკრძალვა. აკრძალვა არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე. „ყაზბეგი" – „ზემო ლარსის" სასაზღვრო გადასასვლელზე გადის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

104
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1020)
ყარაბაღი

ბაქოსა და ერევანს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა

44
მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ დაპირისპირების გაღვივებაში და ინტენსიური საარტილერიო სროლის შესახებ იუწყებიან

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ერევანმა და ბაქომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკების შესახებ განაცხადეს.

12 ივლისს შუადღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა თოუზის რაიონში აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მისამართით საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი გახსნეს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამია, ორივე მხრიდან არის მსხვერპლი. ამჟამად ბრძოლები ამ მიმართულებით მიმდინარეობს. აზერბაიჯანის ქვედანაყოფები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე შუშან სტეპანიანი აცხადებს, რომ დაახლოებით 12:30 საათზე აზერბაიჯანის სამხედროებმა УАЗ-ის მარკის ავტომობილით სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობა განახორციელეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.

სომხეთის მხარის გაფრთხილების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მიატოვეს ავტომობილი და თავის პოზიციებზე დაიხიეს. თუმცა ამით ინციდენტი არ ამოწურულა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა და სომეხი სამხედროების დასაყრდენი პუნქტის აღება სცადა. თუმცა საპასუხო ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს, მათ ცოცხალ ძალებში დანაკარგებია, იუწყება სტეპანიანი.

აზერბაიჯანული მხარე ორი დაღუპულისა და ხუთი დაჭრილის შესახებ იუწყება, სომხური მხარე იუწყება, რომ ინციდენტი მათი მხრიდან მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

44
თემები:
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა
ტესტირება კორონავირუსზე

აზერბაიჯანი განაგრძობს თავისი მოქალაქეების გაყვანას საქართველოდან

96
(განახლებულია 20:11 10.07.2020)
საქართველოში თებერვლის მერე ჩარჩენილი აზერბაიჯანელების ჯგუფი საქართველოდან გასვლამდე კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის კიდევ 200 მოქალაქე დაუბრუნდება საქართველოდან თავის სამშობლოს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, დაბრუნებამდე აზერბაიჯანის მოქალაქეები COVID-19-ზე ტესტს ჩაიტარებენ.

მანამდე აზერბაიჯანელების 178-კაციანმა ჯგუფმა საქართველო 23 ივნისს დატოვა. მათ გაიარეს ტესტირება და კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა.

საქართველომ საზღვარი აზერბაიჯანთან 27 თებერვალს დაკეტა, მას შემდეგ, რაც პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

9 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 22 464 ფაქტი დადასტურდა. აქედან 13 591 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 284 პაციენტი.

96
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1020)
საავადმყოფო ბათუმში

კორონავირუსით დაავადებულ თურქეთის მოქალაქეს ბათუმიდან სამშობლოში დააბრუნებენ

0
პაციენტმა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, გამოთქვა სურვილი მკურნალობა სამშობლოში გააგრძელოს

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, სამშობლოში დააბრუნებენ.

შუახნის მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ის ბათუმის „ცხელების ცენტრში“ მიიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პაციენტმა თავად გამოთქვა სურვილი მკურნალობა სამშობლოში გააგრძელოს.

საქართველოში კორონავირუსი 986 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 857 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კარანტინის ზონებში 5001 ადამიანი რჩება, სტაციონარებში - 219.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში