სომხეთს ქართველმა სომხებმა ხელივნური სუნთქვის 27 აპარატი გადასცეს

„პაციენტები სუნთქავენ“ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს მადლობას უხდის

197
(განახლებულია 20:28 09.06.2020)
საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებით, რამდენიმე ადგილობრივმა სომეხმა ქვეყანას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი საჩუქრად გადასცა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა საქართველოში მცხოვრებ სომხებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.  

„მადლობა ჩვენს ქართველ თანამემამულეებს საქართველოდან. ამ აპარატების დახმარებით პაციენტები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სუნთქავენ“, – დაწერა ტოროსიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

გუშინ საქართველოში სომხეთის საელჩომ განაცხადა, რომ რამდენიმე ადგილობრივმა სომეხმა ქვეყანას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი საჩუქრად გადასცა.

ადრე ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Edison Tech Solutions-მა განაცხადა, რომ სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება და საჩუქრად ხუთ სადეზინფექციო კაბინას საჩუქრად გადასცემს.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი 13 675 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 4 451 ადამიანი.

სომხეთში 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც 13 ივნისამდე გახანგრძლივდა. 18 მაისიდან ქვეყანაში მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოიხსნა საზკვების ობიექტების მუშაობის აკრძალვა. 4 ივნისიდან ქვეყანაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

197
კორონავირუსი ბაქოში

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 22 ათასს აჭარბებს

60
პანდემიის დაწყებიდან აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 22 464 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 13 591, გარდაიცვალა 284 ადამიანი.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსის 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, რომელთა COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

ამასთან, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში გამოჯანმრთელდა 491 ინფიცირებული.

დღეისათვის აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 22 464 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 13 591, გარდაიცვალა 284 ადამიანი.

ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობს 8 589 პაციენტი.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდა 544 735 ტესტი, აქედან 7 505 – გასულ დღე–ღამეში.

60
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სასწრაფო დახმარება ერევანში

სახიფათო მდგომარეობა: COVID-19 სომხეთში სწრაფი ტემპებით ვრცელდება

134
(განახლებულია 18:21 04.07.2020)
სომხეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად დაიცვან ეპიდემიის საწინააღმდეგო ნორმები

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 27 900-მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით.

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის ცხედარი დაკარგეს >>

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 580 შემთხვევა გამოვლინდა. ყოველდღიურად სომხეთში (რომლის მოსახლეობა 3 მილიონ ადამიანზე ნაკლებია) COVID-19-ით ინფიცირების 500-მდე შემთხვევა დასტურდება, რაც ეპიდემიოლოგებისა და ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს.

საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სომხეთში 477 ადამიანი გარდაიცვალა (გასულ დღე-ღამეში - 8). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზებით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 157-მდე გაიზარდა (გასულ დღე-ღამეში - 1).

კორონავირუსი 15 935-მა პაციენტმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს გადის 11 331 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად სულ ჩატარდა 120 245 ტესტი.

სომხეთში 16 მარტიდან 13 ივლისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. აკრძალულია მიტინგები და თავყრილობები. პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

134
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10 ივლისს

0
(განახლებულია 08:24 10.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელი ახალდაბას, აბაშიძის, რიგის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, კოტე აბხაზის, ლესელიძის, ტყავის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თორეთის და აბოვიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აბხაზის, დიუმას, პუშკინის და კალისტრატე ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ჩოლოყაშვილის I კვატრტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, არტურ ლაისტის და მეგობრობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კარალეთის, ბოხუას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს