საქართველომ სატრანზიტო დერეფანი დაუშვა სომხეთის მოქალაქეებისთვის

ლარსზე ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში ავტობუსებით გაემგზავრნენ

64
(განახლებულია 19:36 28.05.2020)
სომხეთის 38 მოქალაქე 12 მაისიდან „ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან იმყოფებოდნენ: ადამიანები ითხოვდნენ სამშობლოში გამგზავრებას სახმელეთო გზით, რადგან ავიაბილეთის შესაძენად თანხა არ ჰქონდათ

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეები და დონის როსტოვში მდებარე სომხეთის გენერალურ საკონსულოში რეგისტრირებული 70 მოქალაქე სამშობლოში გაემგზავრა. ამის შესახებ იუწყება Sputnik-სომხეთი დონის როსტოვში სომხეთის გენერალურ საკონსულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის 38 მოქალაქე 12 მაისიდან „ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან იმყოფებოდნენ: ადამიანები ითხოვდნენ სამშობლოში გამგზავრებას სახმელეთო გზით, რადგან ავიაბილეთის შესაძენად თანხა არ ჰქონდათ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ სურსათით და გასათევით ეხმარებოდნენ როგორც რუსი მესაზღვრეები, ისე ადგილობრივი სომხები.

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაყვანა განხორციელდა 28 მაისს, სომხეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი სამი ავტობუსით.

„აღვნიშნავთ, რომ სომხეთის მოქალაქეების გადაყვანა საგამონაკლისო წესით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში უცხოეთ ქვეყნების მოქალაქეების შესვლა, მათ შორის „ზემო ლარსის“ საკონტროლო პუნქტის გავლით, კვლავ აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში მარტიდან უცხოელების შემოსვლა აკრძალულია. აკრძალვა არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე. „ყაზბეგი“ – „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გადასასვლელი - ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს და რუსეთს აკავშირებს.

64
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1007)
სასწრაფო დახმარება ერევანში

სახიფათო მდგომარეობა: COVID-19 სომხეთში სწრაფი ტემპებით ვრცელდება

128
(განახლებულია 18:21 04.07.2020)
სომხეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად დაიცვან ეპიდემიის საწინააღმდეგო ნორმები

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 27 900-მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით.

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის ცხედარი დაკარგეს >>

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 580 შემთხვევა გამოვლინდა. ყოველდღიურად სომხეთში (რომლის მოსახლეობა 3 მილიონ ადამიანზე ნაკლებია) COVID-19-ით ინფიცირების 500-მდე შემთხვევა დასტურდება, რაც ეპიდემიოლოგებისა და ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს.

საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სომხეთში 477 ადამიანი გარდაიცვალა (გასულ დღე-ღამეში - 8). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზებით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 157-მდე გაიზარდა (გასულ დღე-ღამეში - 1).

კორონავირუსი 15 935-მა პაციენტმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს გადის 11 331 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად სულ ჩატარდა 120 245 ტესტი.

სომხეთში 16 მარტიდან 13 ივლისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. აკრძალულია მიტინგები და თავყრილობები. პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

128
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1007)
კარანტინი სომხეთში

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის ცხედარი დაკარგეს

126
გარდაცვლილი ქალის ნათესავების თქმით, მორგში სანიტარს ცხედრები აერია და ქალის ცხედარი გადასცა სხვა ოჯახს, რომელმაც ის უკვე დაკრძალა

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ნათესავები ორი დღე მის ცხედარს ვერ პოულობენ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ქალის შვილიშვილმა დახმარებისთვის მიმართა პარლამენტის დეპუტატს „აყვავებული სომხეთიდან“ ნაირა ზოგრაბიანს.

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, სანიტარმა, რომელიც გარდაცვლილის ცხედარს მორგში მიასვენებდა, ქალის სახელი და გვარი არასწორად ამოიკითხა და ცხედარი სხვა ოჯახს გადასცა. სავარაუდოდ, ქალი სხვა ადამიანის ნაცვლად უკვე დაკრძალეს, აღნიშნა მან. მსგავსი რამ შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ინფიცირებულების ცხედრებს დალუქულ სასახლეებში კრძალავენ.

შემთხვევის გახმაურების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკოგისიანმა აღნიშნა, რომ უწყება და პოლიცია ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ და ამ საკითხზე მუშაობენ.

„ამ მომენტისთვის დეტალებს არ ვასაჯაროებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დნმ-ის ტესტი ჩატარდება“, - დაწერა მან.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მომავალში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს გაასაჯაროებს.

1 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26 065-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 14 563 ადამიანი. კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა 453 ადამიანი, კიდევ 149 - სხვა მიზეზების გამო.

126
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1007)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 9 ივლისს

0
(განახლებულია 11:25 07.07.2020)
ხუთშაბათს კვლავ სიცხე იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორც დღეს - ხუთშაბათს დედაქალაქში სულ +34 გრადუსი იქნება და თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ხუთშაბათს, 9 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +23, ხოლო დღისით +34 გრადუსი.

ქარი ღამით 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში