ტესტი კორონავირუსზე

აზერბაიჯანში ინფიცირების 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

49
თებერვლის ბოლოდან დაწყებული, აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 3,7 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

ამავე დროს 87 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან.

თებერვლის ბოლოდან დაწყებული, აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 3749 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2340 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან. 44 პაციენტი გარდაიცვალა.

COVID-19-ით 1365 ინფიცირებულის მკურნალობა განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში გრძელდება. აქედან 42 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 60-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 252 496 ტესტი ჩატარდა.

 

49
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (883)
სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლ ფაშინიანი

„მალე გამოჯანმრთელდით“ ზურაბიშვილმა ფაშინიანს გამოჯანმრთელება უსურვა

71
(განახლებულია 21:51 01.06.2020)
სომხეთის პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების ტესტებმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ნიკოლ ფაშინიანი დღეს იუბილარია – პრემიერი 45 წლის გახდა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს COVID-19-სგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

ორშაბათს, 1 ივნისს, ფაშინიანმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც საუბრობს, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული. მისი ოჯახის ყველა წევრის ტესტებმაც დადებითი შედეგი აჩვენა. დღეს სომხეთის პრემიერი 45 წლის გახდა.

„ვუსურვებ ნიკოლ ფაშინიანსა და მის ოჯახს სწრაფად გამოჯანმრთელებას. მალე გამოჯანმრთელდით!“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა და გამოჯანმრთელება უსურვა ასევე საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ.

როგორც ფაშინიანი ფიქრობს, ის სამუშაო სხდომის დროს დაინფიცირდა. სომხეთის პრემიერს არანაირი თვალსაჩინო სიმპტომები არ აღენიშნება. თუმცა საჭიროა ყურადღებით ყოფნა, ვინაიდან ამ სიმპტომებმა ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინონ თავი.

ფაშინიანი მუშაობის გაგრძელებას რეზიდენციიდან ფიქრობს, სადაც ყველა პირობა და კავშირის საშუალება არსებობს.

ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 402-ს მიაღწია.

71
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სასწრაფო დახმარება ბაქოში

ერთ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 168 შემთხვევა გამოვლინდა

26
კორონავირუსით ინფიცირების სულ 5662 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 68 - გარდაიცვალა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 168 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 80 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, კორონავირუსით გარდაიცვალა 1940, 1952, 1955, 1959 და 1962 წლებში დაბადებული ხუთი პაციენტი.

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 5662 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 68 - გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებული 2086 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს.

მათგან 55 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 69 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 302 933 ტესტირება ჩატარდა.

26
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (883)
ლაბორატორია

ზახაშვილი: „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებით ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

0
(განახლებულია 11:15 02.06.2020)
საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესახებ ინფორმაცია 30 მაისს გავრცელდა –  ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესახებ ინფორმაცია 30 მაისს გავრცელდა –  ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი.

ზახაშვილის განცხადებით,  „საბურთალოს კლასტერთან“ კონტაქტში მყოფი ყველა პირი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი ან მკაცრი იზოლაციის პირობებში იმყოფებიან.

„აღნიშნული პირები ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არიან, აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია. პროცესი სრულად მართვადია, შესაბამისად ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვის საკითხი არ დგას და არც განიხილება“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, რამდენიმე ადამიანმა  საკარანტინო სივრცეებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ გადასვლის სურვილი თავად გამოთქვა, რადგან, როგორც გაირკვა, ისინი იმ  კორპუსის მიმდებარედ ცხოვრობენ, სადაც კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული და კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა.

ამ დროისათვის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსი უკვე 23 ადამიანს დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 796 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია  634,  გარდაცვლილი - 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში