COVID-19-ის ჰოსპიტალი მოსკოვში

კორონავირუსი აზერბაიჯანში: ერთ დღე-ღამეში დაინფიცირდა ორჯერ მეტი, ვიდრე გამოჯანმრთელდა

77
რესპუბლიკაში საერთო ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 3631 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2253 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

ამავე დროს 55 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან. ერთ დღე-ღამეში საშუალო ასაკის ორი პაციენტი გარდაიცვალა.

თებერვლის ბოლოდან დაწყებული, აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 3631 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2253 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან. 43 პაციენტი გარდაიცვალა.

COVID-19-ით 1335 ინფიცირებულის მკურნალობა განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში გრძელდება. აქედან 46 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 64-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 245 609 ტესტი ჩატარდა.

77
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (887)
ავადმყოფი ბავშვი

სახიფათო ინფექცია მეზობლად: სომხეთში 4 წლის ბავშვს უცნობი სინდრომი დაუდგინდა

129
(განახლებულია 16:43 03.06.2020)
მანამდე ჯანმომ მოუწოდა მსოფლიოს მედიცინის მუშაკებს, განსაკუთრებულად გაემახვილებინათ ყურადღება ბავშვებში კავასაკის დაავადების მსგავს ახალ ანთებით სინდრომზე, რომელიც შესაძლოა COVID-19–თან ყოფილიყო კავშირში

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის სიმპტომების მქონე ოთხი წლის ბავშვს სომხეთში კავასაკის სინდრომი დაუდგინდა, იუწყება Sputnik-სომხეთი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებაზე დაყრდნობით. 

მინისტრი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა იმატა, რაც მეცნიერებმა კორონავირუსულ ინფექციას დაუკავშირეს. აღნიშნული სინდრომი  ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ძირითადად მას აუტოიმუნური სისტემის რეაქციას უკავშირებენ ვირუსულ დაავადებებზე. 

„საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისაწინებით, ჩვენ ვემზადებოდით და იმუნოგლობულინური პრეპარატები შევიძინეთ. იმედი მაქვს, პატარა მალე გამოჯანმრთელდება. ამ დროისათვის ექიმები მის მდგომარეობას საშუალოდ მძიმედ აფასებენ“, — ნათქვამია მინისტირს პოსტში სოციალურ ქსელში. 

მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) წარმომადგენლებმა გაფრთხილება გაუგზავნეს ყველა ქვეყნის ექიმებს, რომ ბავშვებში იმატებდა სისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები, რა დროსაც პაციენტებს აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი და გულის პრობლემები, და რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსთან ყოფილიყო კავშირში.

დადასტურდა: უცნობი სინდრომი ბავშვებში COVID-19-ს უკავშირდება - დასახელდა ახალი სიმპტომები

ამის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადამონ გებრეიესუსმა მოუწოდა მედიცინის მუშაკებს, განსაკუთრებულად გაემახვილებინათ ყურადღება ბავშვებში კავასაკის დაავადების მსგავს ახალ ანთებით სინდრომზე, რომელიც შესაძლოა COVID-19–თან ყოფილიყო კავშირში. მოგვიანებით შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა დაადასტურა ანთებითი სიმდრომის კავშირი COVID-19-თან, რასაც აშშ–ში ლეტალური შემთხვევებიც მოჰყვა ბავშვებში.

ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევები მატულობს - მსოფლიო მასმედია ფოტოებს აქვეყნებს>>

რაც შეეხება კავასაკის სინდრომს, ის თავისთავად ასევე ამოუცნობი დაავადებაა. ეს არის სისტემური ვასკულიტი, რომელიც არტერიებს აზიანებს. დაავადება ძირითადად ჩნდება ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია და მისი პირდაპირი მკურნალობის მეთოდიც არ არსებობს.

 

 

 

129
თემები:
მსოფლიო დღეს
მგზავრები პირბადეებით

„სრული უფლება აქვთ“ ფაშინიანი სომეხი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე

142
(განახლებულია 14:53 03.06.2020)
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანა შიდა ტურიზმის განვითარების კუთხით დიდ პოტენციალს ფლობს.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სომხეთიდან ტურისტების შესვლაზე აკრძალვა ან შესვლის უფლება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ქვეყანაში, განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

საუბარია განცხადებაზე, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჯერ ვერ გაუხსნის კარს ტურისტებს კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან, მათ, ვინც, ასე ვთქვათ, არ არის „მწვანე ზონებიდან“. ფაშინიანს დაუსვეს შეკითხვა – სხვა რომელ ქვეყნებში აეკრძალებათ სომხეთის მოქალაქეებს შესვლა ზაფხულის თვეებში.

„ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, ამ სიტუაციის გამო ჩვენ თავადაც ავკრძალეთ ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნებიდან შემოსვლა. ლოგიკურია, რომ ასეთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მოვლენათა სხვანაირი განვითარება არც შეიძლება იყოს. ყველა ქვეყანას თავისი ნორმები და წესები აქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთს ახლა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა აინტერესებდეს.

რატომ არის სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებული უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში >>

მან აღნიშნა, რომ სომხეთს შიდა ტურიზმის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. 2019 წელს ამ კუთხით 41%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

142
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (887)
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა: თურქეთის 9 მოქალაქე განაჩენს ციხეში დაელოდება

0
თურქეთის ცხრა მოქალაქეს ბრალი ედება საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და იარაღის უკანონო შენახვაში. მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით თურქეთის ცხრა მოქალაქეს, რომელთაც საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და იარაღის შენახვა ედებათ ბრალად, პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში თურქეთის მოქალაქეთა დაკავების შესახებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სამშაბათს განაცხადა. თურქეთის მოქალაქეები არა მხოლოდ უკანონო გზით შემოვიდნენ საქართველოში, არამედ გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქში ორ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა დაკავებულთა თავდებით გათავისუფლების თაობაზე, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტები და თურქეთის მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება გრძელდება მუხლით „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა“. ბრალდებულებს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში