აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები 113-ით გაიზარდა

52
რესპუბლიკაში საერთო ჯამში COVID-19 -ით ინფიცირების 3387 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2055 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ამავდროულად ბოლო ერთ დღეში სრულად გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

თებერვლის ბოლოდან დაწყებული, აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 3387 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2055 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან. 40 პაციენტი გარდაიცვალა ქრონიკული დაავადებების გართულებისგან.

COVID-19-ით 1333 ინფიცირებულის მკურნალობა განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში გრძელდება.

გასულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 235 910 ტესტი ჩატარდა.

52
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (883)
სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლ ფაშინიანი

„მალე გამოჯანმრთელდით“ ზურაბიშვილმა ფაშინიანს გამოჯანმრთელება უსურვა

70
(განახლებულია 21:51 01.06.2020)
სომხეთის პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების ტესტებმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ნიკოლ ფაშინიანი დღეს იუბილარია – პრემიერი 45 წლის გახდა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს COVID-19-სგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

ორშაბათს, 1 ივნისს, ფაშინიანმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც საუბრობს, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული. მისი ოჯახის ყველა წევრის ტესტებმაც დადებითი შედეგი აჩვენა. დღეს სომხეთის პრემიერი 45 წლის გახდა.

„ვუსურვებ ნიკოლ ფაშინიანსა და მის ოჯახს სწრაფად გამოჯანმრთელებას. მალე გამოჯანმრთელდით!“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა და გამოჯანმრთელება უსურვა ასევე საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ.

როგორც ფაშინიანი ფიქრობს, ის სამუშაო სხდომის დროს დაინფიცირდა. სომხეთის პრემიერს არანაირი თვალსაჩინო სიმპტომები არ აღენიშნება. თუმცა საჭიროა ყურადღებით ყოფნა, ვინაიდან ამ სიმპტომებმა ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინონ თავი.

ფაშინიანი მუშაობის გაგრძელებას რეზიდენციიდან ფიქრობს, სადაც ყველა პირობა და კავშირის საშუალება არსებობს.

ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 402-ს მიაღწია.

70
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სასწრაფო დახმარება ბაქოში

ერთ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 168 შემთხვევა გამოვლინდა

26
კორონავირუსით ინფიცირების სულ 5662 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 68 - გარდაიცვალა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 168 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 80 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, კორონავირუსით გარდაიცვალა 1940, 1952, 1955, 1959 და 1962 წლებში დაბადებული ხუთი პაციენტი.

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 5662 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 68 - გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებული 2086 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს.

მათგან 55 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 69 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 302 933 ტესტირება ჩატარდა.

26
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (883)
ასტეროიდები და დედამიწა

დედამიწას პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი უახლოვდება: ცნობილია თარიღი და საათი

0
(განახლებულია 10:16 02.06.2020)
ატეროიდი 163348 (2002 NN4) პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევა, ვინაიდან მისი ტრაექტორია დედამიწის ორბიტას კვეთს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik.  დედამიწას პოტენციურად სახიფათი ასტეროიდი 163348 (2002 NN4) უახლოვდება, რომლი ზომაც 250–570 მეტრია, ნათქვამია NASA–ს ერთ–ერთი ქვედანაყოფის საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით ასტეროიდი ჩენს პლანეტას მინიმალურ მანძილზე შაბათს, 6 ივნისს მოუახლოვდება 7:20 საათზე (თბილისის დროით).

​მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახება გამორიცხულია, ვინაიდან ის პლანეტას 13–ჯერ იმაზე უფრო შორს ჩაუვლის, ვიდრე მთვარის ორბიტამდე მანძილია.  

მიუხედავად ამისა, ატეროიდი 163348 (2002 NN4) პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევა, ვინაიდან მისი ტრაექტორია დედამიწის ორბიტას კვეთს. 

აღნიშნული ასტეროიდი 2002 წელსაა აღმოჩენილი. მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას ის დაახლოებით 300 დედამიწურ დღეღამეს ანდომებს.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს