ტესტი კორონავირუსზე

აზერბაიჯანში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 158 შემთხვევა გამოვლინდა

64
(განახლებულია 19:09 16.05.2020)
COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის დასადგენად 200 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

COVID-19 კავკასიაში: რა მდგომარეობაა სომხეთსა და აზერბაიჯანში >>

ამავე დროს გასულ დღე-ღამეში 58 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების სულ 3 138 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 1 944 ადამიანმა წარმატებით დაამარცხა ვირუსი, კლინიკების 36 პაციენტი ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას COVID-19-ით დაავადებული 1 158 ადამიანი აგრძელებს. აქედან 41 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 52-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების - სტაბილურია.

განვლილ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის

64
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (870)
აზერბაიჯანის დროშა

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღე მიულოცა

23
(განახლებულია 23:35 28.05.2020)
აზერბაიჯანის ეროვნული დღესასწაულის პატივსაცემად თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის მთავრობას და ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა.

„თბილი მილოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ვუსურვებთ წარმატებას და კეთილდღეობას ჩვენს მეზობლებს, სტრატეგიულ პარტნიორებს და ბედნიერებას აზერბაიჯანელ მეგობრებს“, – დაწერა დავით ზალკალიანმა Twitter-ში.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში. დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ თბილისში მოეწერა ხელი.

23
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სომხეთში კარანტინი გახანგრძლივდა

საქართველოს მზად არის დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში

38
საქართველოს და სომხეთს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გააჩნიათ, განაცხადა საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დახმარებისთვის მიმართავენ, ისინი მას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ადრე განაცხადა, რომ ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა და ჯანდაცვა საქართველოში განსხვავდება სომხურისგან, თუმცა არა საუკეთესო მხრიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი საკუთარ სტატისტიკას გამჭვირვალედ ავრცელებს, ხოლო საქართველოში ინფიცირებულთა დათვლის მეთოდოლოგიაში ეჭვი შეიტანა.

„იცით, რომ ამ ერთი კვირის წინ იყო პატარა გაუგებრობა. ჩვენ მოძმე ერები ვართ, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგევართ და კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან... თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩვენ დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რაიმე დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად საქართველო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად.

„რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო უარს კი არა პირიქით, ყველა ღონეს იხმარს თუ სომხეთს ეს დახმარება სჭირდება. პირველ რიგში, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააყენოს ეს საკითხი და მაშინ დარწმუნებული ვარ, საქართველო სიამოვნებით მიიღებს. მოგეხსენებათ, ქართველები იყვნენ პირველები, რომლებიც სპიტაკის მიწისძვრის დროს ჩავიდნენ სპიტაკში სხვა ერებს შორის. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე, გამყრელიძის თქმით, საქართველოს და სომხეთს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გააჩნიათ.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 28 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში იყო 8 216 დადასტურებული შემთხვევა, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 113 ადამიანი, კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 44.

ახალი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3 287 ადამიანი. მკურნალობას 4 772 პაციენტი გადის. ქვეყანაში სულ 54 931 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 738 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 573-ს (77,95%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი. მაისის ბოლოსთვის ჩატარდა 46 ათასი ტესტი, ყოველდღიურად ტესტი 1600 ადამიანს უტარდება.

დღეისათვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოხსნილია, თუმცა შეზღუდვების ნაწილი მაინც ძალაში რჩება.

38
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დაკეტილი მაღაზიები აბანოთუბანში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი

78679
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 738 ადამიანს შეადგენს, აქედან 573 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78679
თემები:
COVID-19 საქართველოში