Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 1677-მდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსაკონტროლო-გამშვები პუნქტი. ეჩმიაძინი
საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ეჩმიაძინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ დღე-ღამეში COVID-19-ით - ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი სომხეთში 81 მოქალაქეს დაუსვეს

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 81-ით გაიზარდა და 1 677-ს გაუტოლდა, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აზერბაიჯანში ერთ დღეში 30-ით გაიზარდა >>

ერთი დღით ადრე ქვეყანაში იყო 1 596 ინფიცირებული და 27 გარდაცვლილი. COVID-19-თან ბრძოლისთვის ქვეყანაში 16 მარტიდან 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

„სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსის 1 677 შემხვევა. გამოჯანმრთელდა 803 პაციენტი. გარდაიცვალა 28 ადამიანი“, - დააზუსტეს უწყებაში.

აღნიშნულია, რომ მკურნალობას გადის 846 პაციენტი, ჩატარდა 17 342 ტესტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 კორონავირუსის ინფექციის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების 2 836 330 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 197 694 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0