ინფექციური საავადმყოფო „ნორკ“

სომხეთში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა

89
(განახლებულია 20:15 26.03.2020)
მამაკაცი – სომხეთის მოქალაქე გუშინდელი დღიდან რეანიმაციაში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

მამაკაცს, კორონავირუსის გარდა, რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა: ფილტვების ორმხრივი პნევმონია, პოლიორგანული უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, ჰიპერტონია და გულის რიტმის დარღვევა.

„სამწუხაროდ, თანმდევი დაავადებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – დაწერა ჯანდაცვის მინისტრის პრეს-მდივანმა ალინა ნიკოღოსიანმა თავის Facebook-გვერდზე.

მისი თქმით, მამაკაცი – სომხეთის მოქალაქე გუშინდელი დღიდან რეანიმაციაში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

უკიდურესად მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა.

26 მარტის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 290-ს მიაღწია, განკურნებულია 18 პირი, კიდევ 14 კარანტინს ხუთშაბათს დატოვებს.

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ქვეყანაში შეზღუდულია შესვლა და გამოსვლა, აკრძალულია საჯარო ღონისძიებები. დაკეტილია სასწავლო დაწესებულებები.

G20-ის ვირტუალური სამიტი: საუდის არაბეთის მეფემ ლიდერებს ვირუსთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა >>

თუმცა, მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით 25-31 მარტს მოქალაქეთა გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა. სახლიდან გასვლა დაშვებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პასპორტი და შევსებული ანკეტა. შეწყდა ყველა საწარმოს და ორგანიზაციის მუშაობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანის გარდა. მუშაობს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

89
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (483)