ავიაკომპანია Nordwind-ის Boeing 737-8Q8

თვითმფრინავი ერევანი-მოსკოვი „ზვართნოცის“ აეროპორტში დაბრუნდა

223
ძრავასთან დაკავშირებული პრობლემები დროულად შენიშნეს და ლაინერი უკან „ზვართნოცის“ აეროპორტში დააბრუნეს. რით დასრულდებოდა რეისი, უცნობია

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. რეისი ერევანი-მოსკოვი, რომელსაც კვირას რუსული ავიაკომპანია Nordwind-ი ასრულებდა, სასწრაფოდ შეწყდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

როგორც სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის Facebook-გვერდზეა აღნიშნული, ასეთი გადაწყვეტილება ლაინერის ძრავის არასტაბილური მუშაობის გამო მიიღეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია Nordwind-ის  Airbus A321-ის მარკის თვითმფრინავის ძრავის არასტაბილური მუშაობის გამო რეისი ერევანი-მოსკოვი გაუქმდა. თვითმფრინავი ერევნის აეროპორტ „ზვართნოცის“ სადგომზე დაბრუნდა.

„თვითმფრინავის ეკიპაჟი და მგზავრები არ დაშავებულან“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტის მონაცემებით, ავიაკომპანიის სომხურ წარმომადგენლობაში შეწყვეტილი რეისის მგზავრებს ახალი თვითმფრინავით 01:20 საათზე მოემსახურებიან.

223
თემები:
მსოფლიო დღეს (1412)