მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერევან-სევანის ტრასაზე ერთმანეთს 11 ავტომობილი შეეჯახა

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanპოლიცია სომხეთში
პოლიცია სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა, ზოგიერთ დაშავებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. სერიოზული ავარია მოხდა შაბათს საღამოს ერევან-სევანის ტრასაზე: რაზდანის შემოგარენში ერთმანეთს 11 ავტომობილი შეეჯახა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისის ზღვაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Toyota Camry-ს ტიპის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხოლო Mercedes Sprinter-ი ამოტრიალდა.

მაშველების მისვლამდე BMW E46-ის მარკის ავტომობილის 34 წლის მგზავრი ქალბატონი, ასევე  Opel Vectra B-ს და Mercedes E320-ს მარკის ავტომობილების მძღოლები მანქანებიდან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამოიყვანეს.

ორ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ერთი კი გადაიყვანეს რაზდანის სამედიცინო ცენტრში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ყველა ახალი ამბავი
0