თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ზოგრაბ მნაცაკანიანი და ელმარ მამედიაროვი ბრატისლავაში (სლოვაკეთი) შეხვდნენ ერთმანეთს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მოლაპარაკებები 4 დეკემბერს გაიმართა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი შუამავლობით.
„შეხვედრისას განხილული იყო პროგრამები შერიგებისა და ნდობის განმტკიცების ღონისძიებების შესახებ. ასევე მიღწეულია შეთანხმება ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე მომავალი წლის დასაწყისიდან“, — ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მხარეები ასევე შეეხნენ ჟურნალისტების ვიზიტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში და აღნიშნეს, რომ ამან, მართალია, მოკრძალებული, მაგრამ მაინც დადებითი შედეგი მოიტანა.
მინისტრები შეთანხმდნენ – განაგრძონ ერთობლივი მუშაობა ანალოგიურ ფორმატში.