ალიევი: TANAP ქვეყნებს შორის ხიდი გახდება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში გამართულ საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. თურქი და აზერბაიჯანელი ლიდერების თქმით, ეს დღე ისტორიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დარწმუნებულია, რომ ტრანს-ანატოლიური გაზსადენი (TANAP) გახდება ხიდი ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

გლობალური პროექტები და მტკიცე მეგობრობა: რა აერთიანებს საქართველოს და აზერბაიჯანს >>

აზერბაიჯანის ლიდერმა განცხადება გააკეთა ტრანს-ადრიატიკულ მილსადენთან (TAP) ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) შეერთების საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც ედირნეს პროვინციის იფსალას რაიონში გაიმართა.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დროშები - Sputnik საქართველო
რას მოუტანს რეგიონს გახარიას ვიზიტი ანკარაში – თვალსაზრისი ბაქოდან

„დღეს ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ TANAP-ი სარგებელს მოუტანს თურქეთის, აზერბაიჯანის და სხვა მეზობელი ქვეყნების ხალხებს”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

TANAP არის 3500 კილომეტრის სიგრძის აზერბაიჯანიდან ევროპამდე ენერგეტიკული დერეფნის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის განცხადებით, TANAP-ის წყალობით, აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით ბუნებრივი გაზის მიწოდება 16 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით ოცნება აღარ არის და რეალობად იქცა.

TANAP-ი სათავეს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იღებს და საბერძნეთის საზღვართან ტრანსადრიატიკულ მილსადენს (TAP) უერთდება. გაზსადენის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.

გაზსადენის საერთო სიგრძე, რომელიც ფაზა-0 და ფაზა-1 მონაკვეთებისგან შედგება, 1850 კმ-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0