ერევანი-დილიჟანის გზა

ერევნიდან თბილისამდე ორ საათში: სომხეთში ახალი გზის გაყვანა უნდათ

190
(განახლებულია 12:43 31.10.2019)
სომხეთის ხელისუფლება არსებულ გზას „რთულ მონაკვეთად" მიიჩნევს და ალტერნატიული ტრასის გაყვანას აპირებს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთში ახალი გზატკეცილის გაყვანას აპირებენ, რომელიც თბილისსა და ერევანს დააკავშირებს, იუწყება „Sputnik-სომხეთი" ქვეყნის ქალაქდაგეგმარების კომიტეტის თავმჯდომარეზე ვააგნ ვერმიშიანზე დაყრდნობით.

„ჩვენ გვაქვს სახელმწიფოთაშორისი გზა, რომელიც სომხეთსა და საქართველოს აკავშირებს. საკმაოდ რთული მონაკვეთია, ამიტომ შევეცდებით ერევანი-თბილისის ახალი ტრასის აშენებას. ამ გზით შესაძლებელი იქნება სომხეთის დედაქალაქიდან საქართველოს დედაქალაქში ორ საათში ჩასვლა", – განაცხადა ვერმიშიანმა სააგენტოსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, სომხეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი ირანი-საქართველო სომხეთის ტერიტორიაზე გადიოდეს.

„სომხეთის ალტერნატივად განიხილება თურქეთი, მაგრამ ერევანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პირველი ვარიანტი აირჩიონ", – განაცხადა ვერმიშიანმა.

190
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (143)