პარიზი

ლუვრში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა

171
(განახლებულია 18:30 23.10.2019)
ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრები ესმერ ნარიმანბეკოვას პავილიონშია გამოფენილი.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრები ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე Art Shopping პარიზში, ლუვრის სამუზეუმო კომპლექსის გალერეაში Carrousel du Louvre გამოფინეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის დამსახურებულ მხატვარ ესმერ ნარიმანბეკოვაზე დაყრდნობით.

ნამუშევრები მუზეუმში ნარიმანბეკოვას პავილიონში ASMAR Art არის წარმოდგენილი.

პავილიონში საკუთარი ნახატები წარმოადგინეს აზერბაიჯანიდან ეგიანა ასადოვამ, საჰიბ ასადლიმ, საქართველოდან - ლელა ტაბლიაშვილმა, ინგა გაბაშვილმა, მანანა სუხიტაშვილმა, რუსკა ზვიადაძემ, ეკა ეგაძემ, თურქეთიდან - მუზაფერ გენჩერმა, იტალიიდან ანა კასეიმ და სხვ.

ნამუშევრებმა გამოფენის Art Shopping სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.

171
თემები:
საქართველო და კულტურა (826)
საქართველოსა და სომხეთის დროშები

საქართველოს საგარეო უწყებამ სომხეთს პირველი რესპუბლიკის დღე მიულოცა

20
(განახლებულია 15:29 28.05.2020)
სომხეთი დღეს რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს და ამ მილოცვებს საქართველოც უერთდება

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრი სომეხ ხალხს პირველი დემოკრატიული რეპუბლიკის დაარსების 102–ე წლისთავს ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავთ სომხეთის მთელ მოსახლეობას 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების წლისთავს. ამ ძალზე მნიშვნელოვან დღეს საქართველო უსურვებს კეთილდღეობასა და წარმატებას ჩვენს კარგ მეზობელ ქვეყანას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისალოც გზავნილში, რომელიც Twitter–შია განთავსებული.

სომხეთში 28 მაისს სარდარაპატის ბრძოლის დღეც აღინიშნება.

წელს სარდარაპატის ბრძოლის დღე ხალხმრავლობის გარეშე აღინიშნება. კორონავირუსის საფრთხის გამო პოლიციამ სარდარაპატი გადაკეტა როგორც ავტომობლების, ისე ადამიანებისთვის. ტრადიციულ ზეიმში მონაწილეობა მხოლოდ ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.

20
სასწრაფო დახმარება ბაქოში

ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა

36
(განახლებულია 20:14 27.05.2020)
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4568 ფაქტია გამოვლენილი, აქედან 54 პაციენტი გარდაიცვალა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 165 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა ორი ადამიანი, 78 კი გამოჯანმრთელდა.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4568 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2897 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 1617 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 49 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 63 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 280 663 ტესტირება ჩატარდა.

36
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
გაზგამანაწილებელი სადგური

თურნავა: საქართველოს მოლაპარაკებები  ბუნებრივი აირის მომწოდებლებთან წარმატებულია

0
(განახლებულია 16:04 28.05.2020)
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და  კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.

 

თბილისი, 28 მაისი — Sputnik.  ქართული მხარის მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის ყველა მომწოდებელთან, მათ შორის, „გაზპრომთანაც“ არის წარმატებული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასის შემცირების მიზნით „გაზპრომთან“ შეთანხმებას გადახედა.

თურნავამ აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ კონტრაქტი არ არის ახალი და მას ხელი გასულ წელს, მიმდინარე  წლის ბოლომდე ვადით მოეწერა. 

 „კონტრაქტში კიდევ ერთი დაზუსტება შევიდა,რაც ემსახურება უფრო მეტად კონკურეტნული გარემოს შექმნას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ იგი კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ კონკრეტულად  ვერ ვისაუბრებთ ფასებსა და დეტალებზე,  თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ  ქართულ ბაზარზე ბუნებრივი აირზე  საბითუმო ფასები იკლებს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ფასების კლება ვრცელდება როგორც გაზგამანაწილებელ სადგურებზე,  ისე საწარმოებზე.

 „აქედან გამომდინარე, ეს არის სრულიად მისაღები, კომფორტული და კონკურენტული პირობები და თითოეული შემდგომი დაზუსტება ემსახურება პირობების გაუმჯობესებას“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი აზრით,  ბაზარზე ფასების კლება კონკურენციის შედეგია.

 „ფასები ბაზარზე, თქვენ თუ ატყობთ, იკლებს. ეს არის კონკურენციის შედეგი. ეს არის ჩვენს და  „გაზპრომს“  შორის დადებული შეთანხმების შედეგი. გარდა ამისა, ეს  აზერბაიჯანული გაზის კლების ტენდენციაცაა. ისეთ რთულ რესურსშიც კი, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად არ მოიპოვება – ნავთობი და ბუნებრივი აირი, კონკურენტული ვითარების წყალობით  ჩვენ ფასების შემცირებას ვიწყებთ“,- აღნიშნა თურნავამ. 

მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და  კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.

ქართულმა მხარემ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას 2019 წლის მარტში მოაწერა ხელი. მხარეებს შორის ტრანზიტთან დაკავშირებული ანგარიშსწორება მთლიანად მონეტიზებულია. ახალი შეთანხმებით ტრანზიტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო შესყიდვის ფასი, თუ საქართველოს შესყიდვა დასჭირდება, შემცირდა.

ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, საქართველოში 2020 წელს გაზის მოხმარება ნავარაუდევია 2,5 მილიარდი კუბომეტრის დონეზე. აქედან რუსეთიდან შემოვა 170 მლნ კუბომეტრი. დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.

0
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა