სატვირთო კონტეინერები

ჩინეთიდან ევროპისკენ ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით პირველი მატარებელი დაიძრა

164
(განახლებულია 21:10 21.10.2019)
მატარებელი ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით ჩინეთის სიანიდან პრაღაში საყოფაცხოვრებო ტექნიკით დატვირთულ 42 კონტეინერს გადაზიდავს.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. პირველი შეუფერხებელი სარკინიგზო გადაადგილება ევროპაში ბაქო–თბილისი–ყარსის დერეფნით დაიწყო. მატარებელს ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით ჩინეთის სიანიდან პრაღაში საყოფაცხოვრებო ტექნიკით დატვირთულ 42 კონტეინერი გადააქვს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით მოძრაობს, გახდება პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ევროპის მიმართულებით ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტს თურქეთში მდებარე მარმარის გვირაბის გავლით გაივლის.

ახალი სარკინიგზო მარშრუტის შუალედური წერტილი გახდება სტამბული, სადაც 5 ნოემბერს ახალი მატარებლის საზეიმო დახვედრა მოეწყობა.

მარშრუტის პასუხისმგებელი ოპერატორია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ასოციაცია. აზერბაიჯანს ასოციაციაში წარმოადგენს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია ADY Container LLC.

მარშრუტი გადის ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთზე, ასევე შავი და ხმელთაშუა ზღვის პორტებზე. სწორედ ეს ქვეყნები მონაწილეობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ასოციაციაში.

სიან-პრაღის მარშრუტის რეალიზაციას წინ ასოციაციის წევრების მრავალრიცხოვანი შეხვედრები უძღოდა.

რა ინტერესი აქვს რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებით >>

2019 წლის აპრილში პეკინის ფორუმზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ADY Container LLC-სა და ჩინურ Xi'an Continental Bridge International Logistics-ს შორის გაფორმდა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის თანახმად კომპანიები 2019 წლის ბოლომდე 30 სატვირთო მატარებლის გაშვებას გეგმავენ.

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვების მიზნობრივი მოცულობა შეადგენს 60 ათას TEU-ს (პირობით ერთეულს), რაც გასული წლის მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება.

164
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (293)
საქართველოსა და სომხეთის დროშები

საქართველოს საგარეო უწყებამ სომხეთს პირველი რესპუბლიკის დღე მიულოცა

12
(განახლებულია 15:29 28.05.2020)
სომხეთი დღეს რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს და ამ მილოცვებს საქართველოც უერთდება

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრი სომეხ ხალხს პირველი დემოკრატიული რეპუბლიკის დაარსების 102–ე წლისთავს ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავთ სომხეთის მთელ მოსახლეობას 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების წლისთავს. ამ ძალზე მნიშვნელოვან დღეს საქართველო უსურვებს კეთილდღეობასა და წარმატებას ჩვენს კარგ მეზობელ ქვეყანას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისალოც გზავნილში, რომელიც Twitter–შია განთავსებული.

სომხეთში 28 მაისს სარდარაპატის ბრძოლის დღეც აღინიშნება.

წელს სარდარაპატის ბრძოლის დღე ხალხმრავლობის გარეშე აღინიშნება. კორონავირუსის საფრთხის გამო პოლიციამ სარდარაპატი გადაკეტა როგორც ავტომობლების, ისე ადამიანებისთვის. ტრადიციულ ზეიმში მონაწილეობა მხოლოდ ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.

12
სასწრაფო დახმარება ბაქოში

ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა

35
(განახლებულია 20:14 27.05.2020)
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4568 ფაქტია გამოვლენილი, აქედან 54 პაციენტი გარდაიცვალა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 165 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა ორი ადამიანი, 78 კი გამოჯანმრთელდა.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4568 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2897 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 1617 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 49 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 63 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 280 663 ტესტირება ჩატარდა.

35
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ძაღლი ღობესთან

ძაღლი გარდაცვლილ პატრონს სამი თვე ელოდა საავადმყოფოს წინ - ფოტო

0
(განახლებულია 16:02 28.05.2020)
​ირკვევა, რომ, როდესაც ძაღლის 70 წლის პატრონი სასწრაფო დახმარებას გადაჰყავდა, ძაღლი მანქანას გაეკიდა და საავადმყოფოს დერეფანში დაიდო ბინა

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქალაქ უჰანის საავადმყოფო ტაიკანის დერეფანში ძაღლი მთელი სამი თვე ელოდებოდა პატრონს, რომელიც ჰოსპიტალიზაციიდან მეხუთე დღეს გარდაიცვალა COVID-19–ით.

​ირკვევა, რომ, როდესაც ძაღლის 70 წლის პატრონი სასწრაფო დახმარებას გადაჰყავდა, ძაღლი მანქანას გაეკიდა და საავადმყოფოს დერეფანში დაიდო ბინა. მას სამედიცინო პერსონალი და ახლომდებარე მაღაზიების თანამშრომლები კვებავდნენ და ეფერე ბოდნენ. სახელიც კი შეარქვეს —   სიაო ბაო, რაც „პატარა სასწაულს“ ნიშნავს.

სამწუხაროდ, ზოგი პაციენტის უკმაყოფილების გამო, მედპერსონალს ძაღლის დერეფნიდან გაგდება უწევდა ხოლმე დროდადრო, თუმცა სიაო–ბაო ყოველთვის უკან ბრუნდებოდა და ერთგულად ელოდებოდა პატრონს.

ბოლოს მედდებმა ცხოველთა დაცვის ასოციაციას მიმართეს დახმარებისთვის, რომლებმაც „პატარა სასწაული“ თავისთან წაიყვანეს. ძაღლი ვეტერინარებმა შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ ის დაახლოებით შვიდი წლისაა და სრულიად ჯანმრთელია.

ცხოველთა დამცველები უკვე ეძებენ მისთვის ახალ ოჯახს, რომელიც უერთგულეს სიაო–ბაოს სითბოსა და სიყვარულს აჩუქებს.  

0
თემები:
მსოფლიო დღეს