ენერგეტიკები მაღაზიის დახლზე

აზერბაიჯანში არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელის მიყიდვა აიკრძალა

82
(განახლებულია 14:11 20.10.2019)
ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აგრეთვე სკოლებისა და საბავშვო ბაღების სიახლოვეს აიკრძალება

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. 2020 წლის 1 იანვრიდან აზერბაიჯანში არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ სასურსათო უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით.

სახელმწიფო სააგენტომ შეიმუშავა „ენერგეტიკულ სასმელთან დაკავშირებული დროებითი სანიტარული ნორმები და წესები“, რომლებიც წარმოადგენს ენერგეტიკული სასმელების წარმოების, იმპორტის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესების ერთობლიობას.

დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლიდან, არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალება. ასევე შეუძლებელი იქნება ენერგეტიკების გაყიდვა სკოლებისა და საბავშვო ბაღების სიახლოვეს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი უკვე წარდგენილია იუსტიციის სამინისტროში, ასევე რეგისტრირებულია იურიდიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.

ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლები აზერბაიჯანში ენერგეტიკული სასმელების იმპორტსა და წარმოებაში ჩართულ მეწარმეებთან ხვდებიან, რათა მათ ახალი წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

82
სასწრაფო დახმარება ბაქოში

ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა

33
(განახლებულია 20:14 27.05.2020)
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4568 ფაქტია გამოვლენილი, აქედან 54 პაციენტი გარდაიცვალა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 165 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა ორი ადამიანი, 78 კი გამოჯანმრთელდა.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4568 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2897 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 1617 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 49 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 63 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 280 663 ტესტირება ჩატარდა.

33
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სასწრაფო დახმარების მანქანები ბაქოში

ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 132 შემთხვევა გამოვლინდა

74
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4403 ფაქტია გამოვლენილი, 2819 გამოჯანმრთელდა, 52 - გარდაიცვალა

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 132 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ამავე დროს 78 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

სამწუხაროდ, იყო მსხვერპლიც. 72 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. პაციენტს ადრე დაუდგინდა ცერებრალური ათეროსკლეროზი, ჰიპოქსიური ენცეფალოპათია და დიაბეტი.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4403 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2819 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 52 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 1532 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 42 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 56 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 276 338 ტესტირება ჩატარდა.

74
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშები

თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

0
(განახლებულია 15:12 28.05.2020)
აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის 102–ე წლისთავს აღნიშნავს, რომლის შესახებ დეკლარაციასაც 1918 წლის 28 მაისს თბილისში მოეწერა ხელი

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 102–ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა დღეს საღამოს აზერბაიჯანის დროშის ფერებში აენთება.

როგორც პირველი არხი იუწყება, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ (SOCAR Energy Georgia) გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა, აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) წევრებმა და სხვა პირებმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში ეროვნული ლიდერის ბიუსტი მოინახულეს და ის ყვავილებით შეამკეს.

ისინი ასევე ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების, ფატალი ხან ხოსკისა და ჰასან ბეი აგაევის საფლავები.

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანის საელჩოს შენობის წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ დაფაზე აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი წარმოადგინეს. ამას გარდა, დღის განმავლობაში ეკრანზე გავა 15–წუთიანი ვიდეორგოლი ქვეყნის განვითარების ისტორიის შესახებ.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა.

ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში.

დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ თბილისში მოეწერა ხელი.

0