საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანის, ელმარ მამედიაროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს მეშვიდე შეხვედრა

ზალკალიანის, მამედიაროვისა და ჩავუშოღლუს შეხვედრა თბილისში გადაიდო

86
შეხვედრა გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, თურქული მხარის თხოვნით

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანის, ელმარ მამედიაროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს მერვე შეხვედრა თბილისში, რომელიც 16 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია თურქეთის მიმართვის საფუძველზე, აღნიშნეს საელჩოში.

ამასთან, დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, შეხვედრის ახალი თარიღი უცნობია.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მეშვიდე შეხვედრა 2018 წლის 29 ოქტომბერს სტამბულში გაიმართა. პირველი შეხვედრა თურქეთის ქალაქ ტრაბზონში 2012 წელს გაიმართა.

 

86
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (144)