ერევნის მერი „თბილისობას“ დაესწრო

© photo: Sputnik / Stringerთბილისობა-2019
თბილისობა-2019 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძე მიიწვიეს ერევანში „ერებუნი-ერევნის“ დღესასწაულზე, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართება

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ერევნის მერმა ჰაიკ მარუთიანმა თბილისობის დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა და მოლაპარაკებები გამართა თავის თბილისელ კოლეგა კახა კალაძესთან, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.

მარუთიანმა თავის ქართველ კოლეგას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა და ის 19 ოქტომბერს „ერებუნი-ერევნის“ (ქალაქის დღე) დღესასწაულზე მიიწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა, ასევე ამ მიმართულებით რამდენიმე კონკრეტული პროგრამა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და გაღრმავდება ყველა მიმართულებით.

პირველად „თბილისობის“ დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა. თუმცა, მოგვიანებით დღესასწაულის ტრადიცია აღდგა და ახლა თბილისელებმა ზუსტად იციან - თუ „თბილისობა“ არის, ესე იგი ყველაფერი კარგადაა.

2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0