ილჰამ ალიევისა და ნათია თურნავას შეხვედრა

ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

59
(განახლებულია 19:52 17.09.2019)
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და აზერბაიჯანის ლიდერმა ენერგეტიკის, ინვესტირების, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამშაბათს, 17 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიღო, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე დაყრდნობით.

ზურაბიშვილმა ალიევი საქართველოში მოიწვია>>

შეხვედრაზე აღინიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების წარმატებით განვითარება, ასევე კმაყოფილება გამოითქვა ეკონომიკის სფეროს ცალკეულ მიმართულებებში თანამშრომლობის გაფართოების გამო.

მხარეებმა, კერძოდ, იმსჯელეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხარჯზე სავაჭრო ბრუნვის გაფართოების საკითხების შესახებ, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის შესაძლებლობების გამოყენებაზე ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვის მოცულობის გაზრდის მიზნით.

გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები თანამშრომლობის პერსპექტივებზე ენერგეტიკის, ინვესტირების, ტურიზმის სფეროებში.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ, მათ შორის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში. ამჟამად აზერბაიჯანი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2018 წელს 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

59
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (272)