„ცეცხლოვანი კოშკები“ ბაქოში

აზერბაიჯანმა თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა

116
(განახლებულია 16:51 01.09.2019)
კვირას, 1 სექტემბერს ძალაში შევიდა სამთავრობო გადაწყვეტილება თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აზერბაიჯანის სტუმრობა 30 დღემდე ვადით სურთ

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. დღეიდან უქმდება სავიზო რეჟიმი თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აზერბაიჯანში სტუმრობა სურთ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აზერბაიჯანის სტუმრობა 30 დღემდე ვადით სურთ, ძალაში 1 სექტემბრიდან შედის. მიმდინარე წლის ივლისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებას გაუგზავნა ნოტა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ის ოფიციალურ აკაუნტზე ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა.

თურქეთის მოქალაქეთა ყოფნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 30 დღეზე მეტი ვადით აზერბაიჯანის შესაბამისი კანონებით რეგულირდება.

დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის 1992 წლის 14 იანვარს დამყარდა. თურქეთი აზერბაიჯანის ერთგული მოკავშირეა მის ძალისხმევაში დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების კუთხით.

116
ილჰამ ალიევი

ალიევმა გამარჯვების დღის აღნიშვნა თურქეთის პატივისცემის ნიშნად გადადო

40
(განახლებულია 02:17 04.12.2020)
თავის მხრივ, მთიან ყარაბაღში ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღე არ შეცვლილა, ის 27 სექტემბერს აღინიშნება

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, ყარაბაღის მოვლენებისადმი მიძღვნილი ადრე დაწესებული გამარჯვების დღე 10 ნოემბრის ნაცვლად თურქეთთან სოლიდარობის ნიშნად 8 ნოემბერს აღინიშნება, იუწყება РИА Новости.

ალიევის განკარგულებით, მიღებულია გადაწყვეტილება სამამულო ომში გამარჯვების უკვდავსაყოფად ყოველწლიურად აზერბაიჯანში 10 ნოემბერს გამარჯვების დღე აღინიშნოს“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 10 ნოემბერს თურქეთში აღინიშნება მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნის დღე (თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი), ამიტომ ილჰამ ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება გამარჯვების დღის თარიღის შეცვლის შესახებ. ამიერიდან ის 8 ნოემბერს აღინიშნება.

სექტემბრის ბოლო მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 202 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონს თმობს.

40
სომხური მხარის მიერ მიტოვებული ტანკი

მოსაზრება: რატომ დაკარგა სომხეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა?

58
(განახლებულია 19:26 03.12.2020)
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს ექსპერტულ და მედიასივრცეში დისკუსია დაიწყო იმ რუსული წარმოების იარაღის ეფექტურობის შესახებ, რომელიც სომხურ მხარეს ჰქონდა.

მაგრამ იარაღშია საქმე თუ პირადი შემადგენლობის მომზადებასა და თავდაცვის ორგანიზებაში?

დღეისათვის შეინიშნება ცალკეული მცდელობები იმისა, რომ სომხური მხარის მარცხი რუსული წარმოების „უსარგებლო“ გამანადგურებელ Су-30-СМ-ს, „ბრმა“ საზენიტო კომპლექს С-300-ებს, რადიოელექტრონული ბრძოლის „არაეფექტურ“ კომპლექსებსა და „მდარე სისტემის“ ტანკებს დაბრალდეს. თითქოს სომხეთს არასდროს შეეძინოს მესამე ქვეყნების იარაღი (მაგალითად, ინდოეთისგან Swathi-ს რადარები), ხოლო აზერბაიჯანული არმია მხოლოდ ისრაელის ან თურქული წარმოების იარაღით სარგებლობდა, რამაც განაპირობა კიდეც „დიდი გარდატეხა“.  

საერთო დისკურსი: ყარაბაღი კორექტივებს შეიტანს რუსული იარაღის მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მიწოდებებში. მსგავსი მსჯელობების ოჩოფეხა სქემები სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგიულ შეცდომებსა და მსოფლიო იარაღის ბაზარზე დაუნდობელ კონკურენციას ნიღბავს. მიზანშეწონილია რეალობას დავუბრუნდეთ.

მოსკოვმა სომხეთს რამდენიმე სამხედრო კრედიტი გამოუყო. შემდგომი სამხედრო აღმშენებლობა — სომხური მხარის საქმეა. თუ რუსული წარმოების საზენიტო–სარაკეტო სისტემა С-300-ები ყარაბაღში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა და ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საიმედო სისტემების არქონის გამო დაზიანდა, მაშინ ზემოთ ნახსენებ 40 მილიონ დოლარიან ინდურ Swathi-ს აქტივობის არანაირი კვალი არც კი დაუტოვებია. არადა, შეეძლო კი სარეკლამო ანოტაციაში ჩამოთვლილი მახასიათებლების თანახმად. შესაძლოა ჯარმა ახალი რადარების ათვისება ვერ მოასწრო. სომეხი სპეციალისტების სწავლება შეიძლება გადამწყვეტ (სუსტ) რგოლად წარმოჩინდეს რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციაშიც (იარაღი თავისით არ ისვრის). და, რაღა თქმა უნდა, სამხედრო საქმეში სრულიად მიუღებელია არაორგანიზებულობა და თვითკმაყოფილება.

დანაკარგები და ნადავლი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 დეკემბერს დაწვრილებით ისაუბრა სომხური მხარის სამხედრო ტექნიკის დანაკარგებზე მთიან ყარაბაღში. გრძელ ჩამონათვალში ასობით ერთეული სხვადასხვა სახის იარაღი მოხვდა — განადგურებული თუ ნადავლის სახით ხელში ჩაგდებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სარაკეტო კომპლექსებიც ახსენა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც, ტანკებიცა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებიც.

ამ ციფრებისა თუ აზერბაიჯანის მხარის დანაკარგების განზრახ „მიჩქმალვის“ მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შექმნილ ვითარებაში (შვიდი რაიონის დაბრუნება) პრეზიდენტს არ ჰქონდა მიზეზი, რადიკალურად გაეზვიადებინა მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები. კანოზომიერად ჩნდება კითხვა სომხური დაჯგუფებების სამხედრო ორგანიზაციის თაბაზე მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ბრძოლებისას.

განადგურებული სომხური ტექნიკის დიდი რაოდენობა შეიძლება სასტიკი ბრძოლებით აიხსნას, მაგრამ ამასთან განცვიფრებას იწვევს მიტოვებული 79 ტანკი 47 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 104 საარტილერიო დანადგარი (ზარბაზნები და ნაღმმტყორცნები), 5 საზენიტო დანადგარი „შილკა“, 93 სპეცავტომობილი, 270 სატვირთო ავტომობილი (შესალოა ეს ნადავლი კიდეც გამოფინონ პრეზიდენტის სიტყვების დასტურად).

სომხური მხარის ესოდენ წარმოუდგენელ „გულუხვობას“ მხოლოდ ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: საბრძოლო ტექნიკა არაორგანიზებული (სტიქიური) უკანდახევის დროს მიატოვეს, ან საწვავი დროულად არ მიაწოდეს (ზურგის უზრუნველყოფის პრობლემები) და მანქანები უბრალოდ ვერ წაიყვანეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, აქ საორგანიზაციო დასკვნებია გამოსატანი, მაგრამ ეს სომხეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გენერალური შტაბის გასაკეთებელია.

58
ზუგდიდის რეფერალური სააავდმყოფო

სამეგრელო-ზემო სვანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

0
66 და 84 წლის მამაკაცებს, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული ჰქონდათ, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მასშტაბით COVID-19 434 ადამიანს დაუდასტურდა, კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენა 41-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

მათი ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 128 ადამიანი.

რუხის კლინიკაში იმყოფება კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის - 60, თავისუფალი საწოლფონდის რაოდენობა კი 30-ს შეადგენს.

სენაკში არსებულ „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება - 38 პაციენტი, მათ შორის მძიმე - 8, კლინიკაში თავისუფალია სულ 2 საწოლი.

ფოთის კლინიკაში იმყოფება - 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 12 პაციენტია, თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა -1.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 31 პაციენტია მოთავსებული, თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა - 1. 

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 21 პაციენტი იმყოფება, თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა კი 7-ს შეადგენს.

სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. აბაშის მკვიდრი 66 წლის პაციენტი ქუთაისის „ჰოსპიტალ-სერვისში“ მკურნალობდა და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ასევე თანმდევი დაავადებები ჰქონდა სენაკის მკვიდრ 84 წლის მამაკაცს, რომელიც სენაკის კლინიკა „სენამედში“ გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა >>

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 462 ადამიანი გარდაიცვალა.

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში