სომხეთი ბირთვული ნარჩენების გატანას საქართველოს გავლით ჯერჯერობით არ აპირებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისამუშაოები ატომურ სადგურზე
სამუშაოები ატომურ სადგურზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთიდან ბირთვული საწვავის ნარჩენების ტრანსპორტირება საჰაერო გზით შეუძლებელია, რადგან ის ძალიან რადიოაქტიურია, ხოლო რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილი არ არის

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის ატომური სადგურიდან ბირთვული საწვავის ნარჩენების ტრანსპორტირება რუსეთში მხოლოდ რკინიგზით არის შესაძლებელი, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ვარიანტი არ არსებობს, განაცხადა ბირთვული უსაფრთხოების რეგულირების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აშოტ მარტიროსიანმა პრესკონფერენციაზე, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

მისი თქმით, საწვავის ნარჩენების გატანის პრობლემა პირველ რიგში პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

სოხეთის ატომური ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
სომხეთი ბირთვული ნარჩენების გატანას საქართველოს გავლით აპირებს

„სომხეთიდან რუსეთში ბირთვული ნარჩენების ტრანსპორტირება შესაძლებელია ან აზერბაიჯანის, ან საქართველოს რკინიგზით, ჰაერით კი შეუძლებელია“, - განაცხადა მარტიროსიანმა.

მან აღნიშნა, რომ ჰაერით შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოუყენებელი საწვავის გადაზიდვა, ხოლო ნარჩენები ძალიან მაღალი რადიოაქტიურობით გამოირჩევა იმისათვის, რომ ეს თვითმფრინავით მოხდეს.

„ყველას ესმის, რომ აზერბაიჯანთან ასეთი პროგრამის განხორციელება თითქმის შეუძლებელია, ხოლო ქართულ-აფხაზური ომის შედეგად რუსეთის მიმართულებით რკინიგზა დაზიანებულია, და ამ გზის შესახებაც ახლა საუბარი არ არის“, - განაცხადა მარტიროსიანმა.

როგორც კი გადაწყდება პოლიტიკური საკითხი, მაგალითად, აღდგება სარკინიგზო კავშირი საქართველოსა და რუსეთს შორის, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ ბირთვული საწვავის ნარჩენების უტილიზაციის ტექნიკურ მხარეებზე, განაცხადა მან.

გაფრთხილება ბირთვული საფთხის შესახებ - Sputnik საქართველო
„ეს ძალიან საშიშია“: ეკოლოგი საქართველოს გავლით ბირთვული ნარჩენების ტრანზიტის წინააღმდეგია

მან ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული ნარჩენების მშრალი საცავის ექსპლუატაციის ლიცენზია 2020 წელს სრულდება, მაგრამ კიდევ 30 წლით გაგრძელდება. ამჟამად საცავი 20%-ით არის გავსებული.

ბირთვული ნარჩენების სასაფლაოს მშენებლობის საკითხი სომხეთში არ დგას. თუმცა, მარტიროსიანის თქმით, ღირს ფიქრი საცავებზე საშუალოაქტიურ ნარჩენებისთვის (ახლა არსებობს საცავი დაბალაქტიური ბირთვული საწვავის ნარჩენებისთვის).

სომხეთის ატომური სადგური სომხეთში წარმოებული ელექტროენერგიის მესამედზე მეტს უზრუნველყოფს. 2020 წლამდე სადგურზე კაპიტალური რემონტი მიმდინარეობდა. ამიერიდან იგივე მოცულობის საწვავისგან წელიწადში რამდენიმე ასეული მილიონი კილოვატ-საათით მეტი ელექტროენერგიის გამოშვება იქნება შესაძლებელი. რემონტი რუსეთის მთავრობის გრანტით და შეღავათიანი კრედიტით ხორციელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0