მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აზერბაიჯანში ტყეები იწვის: ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი

© Sputnik / Rahim Zakiroghluტყის ხანძარი აზერბაიჯანში
ტყის ხანძარი აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გირკანის ნაციონალური პარკის ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს ხანძრის გაჩენაში დამნაშავეთა მოძებნისა და დასჯის თხოვნით.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანში ტყის მასობრივი ხანძრები შეიძლება განზრახ იყოს გაჩენილი. როგორც „Sputnik-აზერბაიჯანი" იუწყება, ამის ალბათობა არ გამორიცხა ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული ბიომრავალფეროვნების დაცვისა და განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ჰიკმეთ ალიზადემ. მან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო კვირების განმავლობაში გაჩენილი ხანძრების მიზეზებზე ისაუბრა.

ბრძოლა ტყის ხანძართან - Sputnik საქართველო
ხანძრები საქართველოში: ატენის ხეობაში ცეცხლის კერები ლოკალიზებულია

2019 წლის 20 აგვისტოდან მოყოლებული, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტყეებში ხანძრის არაერთი კერა გაჩნდა. ყველაფერი გირკანის ნაციონალური პარკიდან დაიწყო. მოგვიანებით ხანძრის ახალი კერები გაჩნდა კიდევ ცხრა რაიონში. ამჟამად ოთხ რაიონში ხანძარი ჩამქრალია. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ხანძრების სალიკვიდაციოდ 900 თანამშრომელი, 70 ერთეული ტექნიკა, ოთხი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი-ამფიბია გაგზავნა.

როგორც ალიზადემ აღნიშნა, ყველა ხანძრის მიზეზი ადამიანური ფაქტორია: „ძირითადად, ეს ხდება ცეცხლთან უდიერად მოპყრობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ადამიანებმა თავად დაწვან მცენარეულობა".

რადგან ტყეები ჯერ კიდევ იწვის, ამჟამად ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტებს უჭირთ გამოწვეული ზარალის შეფასება. ეკოლოგის თქმით, რუსეთთან და აშშ-თან შედარებით აზერბაიჯანს გაუმართლა, რადგან ადგილობრივი ხანძრები ვერ შეედრება ასობით ათასი ჰექტარის მასშტაბებს.

არსებული მონაცემებით, რესპუბლიკაში ცეცხლი მოედო ათი, ხუთი ან ორი ჰექტარის ფართობის მონაკვეთებს.

ცეცხლის ჩაქრობა ვერტმფრენიდან - Sputnik საქართველო
შიდა ქართლში ხანძარია: ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენები ჩაერთნენ

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, ყოველი შემთხვევა ცალ-ცალკე გამოვიძიოთ. გირკანის ნაციონალურ პარკში ხანძრის შემდეგ ხელმძღვანელობამ მიმართა პოლიციას დამნაშავეთა პოვნის თხოვნით. ამავდროულად გამოძიებას აწარმოებენ საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს სპეციალისტები. იმედი გვაქვს, რომ დამნაშავეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება. მაშინაც კი, თუ ეს უბრალოდ დაუდევრობა იყო, ბუნებას ძალიან დიდი ზიანი მიადგა – მუშაობენ ვერტმფრენები, სპეცტექნიკა, ადამიანები მოწყვეტილი არიან თავიანთ ძირითად საქმიანობას", – განაცხადა ალიზადემ.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ხანძრების ჩასაქრობად მობილიზებული არიან ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლები.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ეკოლოგიის სამინისტრომ დაიწყო ტყეებში ვიდეოკამერების დამონტაჟება. თუმცა აპარატურამ ხანძრის გაჩენის მომენტები ვერ დააფიქსირა. კამერები მხოლოდ გარკვეულ ადგილებშია განთავსებული და სრულად ვერ მოიცავს ყველა მონაკვეთს: ტყეები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო ფართობის 11%-ს იკავებს. 

ხანძრის კერების საბოლოო ლიკვიდაციის შემდეგ ეკოლოგები შემოდგომაზე აპირებენ გამწვანების აქციის ჩატარებას ტყის დამწვარი მონაკვეთების აღსადგენად.

ყველა ახალი ამბავი
0