საქართველო–სომხეთის საზღვარი

რატომ წარმოიქმნა საქართველო–სომხეთის საზღვარზე საცობი

120
(განახლებულია 20:41 18.08.2019)
ელჩისა და სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობის განხილვის თემა საქართველო–სომხეთის საზღვარზე წარმოქმნილი მრავალკილომეტრიანი საცობი იყო.

 

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik.  საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა სასაზღვრო–გამშვები პუნქტი „სადახლო“ მოინახულა, იუწყება „Sputnik სომხეთი“ საელჩოს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით. 

სადოიანმა სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობასთან სომხეთის მიმართულებით  წარმოქმნილი ტრანსპორტის საცობის საკითხი განიხილა.

ქართველი მაღალჩინოსნის სიტყვებით, საცობების მიზეზი დიდი რაოდენობით ექსპორტირებული სატრანსპორტო საშუალებებია. ისინი 17 აგვისტოდან საცობში მყოფი ავტომობილების 70–80%–ს შეადგენენ.

ელჩმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო–გამშვებმა პუნქტმა სრული დატვირთვით უნდა იმუშაოს და სომხეთის მოქალაქეებს მაღალ დონეზე მოემსახუროს.

ამ დროისთვის საზღვარზე რიგი არ დგას.

ამ დღეებში, საელჩომ სომხეთის მოქალაქეები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვარზე ტრანსპორტის საცობია.

120
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (112)