მეხანძრეები ბაქოში

ბაქოში დიდი სავაჭრო ცენტრი იწვის

112
წინასწარი ინფორმაციით, აალება სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საწყობში მოხდა

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ბაქოში, ყარადაღის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სადარაკში“ ერთ-ერთი საწყობი იწვის, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის და განსაკუთრებული რისკის სამაშველო სამსახურის ქვედანაყოფები.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სავაჭრო ცენტრი „სადარაკი“ 100 ჰექტარის ფართობზე მდებარეობს. პოპულარული სავაჭრო ცენტრი მოიცავს საცალო და საბითუმო ვაჭრობის 12 ათასზე მეტ ობიექტს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარს, საბითუმო საწყობსა და სხვა ნაგებობებს.

112
თემები:
შემთხვევები საქართველოში (724)