ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა გაგრძელდება

გამოწერა
თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა, რაც რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დამატებითი განვითარების საფუძველს ქმნის.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მარშრუტი გაგრძელდება, ყარსი–იღდირი–ნახჭევანის რკინიგზის პროექტი მომზადების სტადიაშია, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

„ეს თურქეთის აზერბაიჯანთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოებაზე მეტყველებს. პროექტებს, რომლებსაც თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად ანხორციელებს, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს", – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მეჰმეთ ჯაჰით თურჰანმა.

სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე იმოძრავებს - Sputnik საქართველო
რატომ არ მოძრაობენ სამგზავრო მატარებლები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე

აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ რეალიზებული პროექტები რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ზრდის.

„ბოლო დროს თურქეთის თანამშრომლობა აზერბაიჯანთან უფრო ინტენსიური გახდა. ეს ზრდის არა მხოლოდ ორივე ქვეყნის სიმძლავრეს, არამედ ასევე საფუძველს ქმნის რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის", – აღნიშნა მინისტრმა.

ბაქო–თბილისი–ყარსის დერეფანი აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

მარშრუტის სიგრძე 829 კილომეტრია, სავარაუდო გამტარუნარიანობა – წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.

ყველა ახალი ამბავი
0