როგორ გადაჭრის საქართველო სატვირთო ავტომობილებით მარცვლეულის გადაზიდვის საკითხს?

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგი საქართველო-რუსეთის საზღვარზე
სატვირთო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგი საქართველო-რუსეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან სომხეთში საავტომობილო გზით მარცვლეულის გადაზიდვის საკითხი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ მოგვარებული.

საქართველოს მთავრობა აპირებს დაუშვას ქვეყნის საავტომობილო გზებზე სატვირთო ავტომობილებით მარცვლეულის გადაზიდვა. დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომობილებით მარცვლეულის გადაზიდვაზე აკრძალვისა თუ გარკვეული შეზღუდვების დაწესების საკითხი აღარ განიხილება, განუცხადა „Sputnik-სომხეთს" საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს საავტომობილო გზით სიმინდისა და ხორბლის გადაზიდვის საკითხი სომხეთსა და საქართველოს შორის პერმანენტული განხილვის საგანია. ცოტა ხნის წინ გადაწყდა აკრძალვის 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადება, რათა მითითებული დროისათვის მხარეებს კონკრეტული წინადადებები შეემუშავებინათ. სომხეთის მთავრობამ პრობლემის მოგვარების მიზნით ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებების გასამართად სამუშაო ჯგუფიც შექმნა.

ერევანი - Sputnik საქართველო
სომხეთში საქართველოს გავლით მარცვლეულის ტრანზიტზე მოლაპარაკებების ჯგუფი შეიქმნა

თუმცა, როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის მარცვლის საავტომობილო გზით გადატანის აკრძალვა აქტუალური აღარ არის. მთავრობა აპირებს გადამზიდებს მისცეს უფლება, მარცვლეული საავტომობილო ან სარკინიგზო გზით შემოიტანონ.

მისი თქმით, ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა ქართული მხარის გადაწყვეტილება – უარი თქვას აკრძალვაზე, თუმცა რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია. არაოფიციალური შეთანხმების თანახმად, გადამზიდები მიიღებენ უფლებას, თავისუფლად გადაზიდონ მარცვალი საავტომობილო გზით.

ცაგარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, ვინაიდან ის საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

სომეხი იმპორტიორებისთვის აკრძალვაზე უარი ხელსაყრელია

თავის მხრივ, როგორც სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფქვილის მწარმოებელი კომპანიის „მანანა გრეინის" დირექტორი გურგენ ნიკოღოსიანი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, არსებობს ინფორმაცია თბილისის გადაწყვეტილების თაობაზე – არ დააწესოს აკრძალვა.

„სომეხი იმპორტიორებისთვის აკრძალვაზე უარი ხელსაყრელია, რადგან ნებისმიერი აკრძალვა იწვევს ზარალს", – განუცხადა ნიკოღოსიანმა „Sputnik-სომხეთს".

მარცვლეულის აღება - Sputnik საქართველო
მაჭავარიანი ხორბლის იმპორტზე: „ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ“

მან დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავდაპირველად გეგმავდა აკრძალვის დაწესებას მიმდინარე წლის აგვისტოდან „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომობილებით გზის ჩახერგვის თავიდან ასაცილებლად. თუმცა საკითხმა აქტუალობა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის გართულების შემდეგ დაკარგა.

ნიკოღოსიანმა განმარტა, რომ აკრძალვის შემთხვევაში სომხეთს გადაეკეტებოდა ყველაზე მოკლე და იაფი მარშრუტი – „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ამ შემთხვევაში სომხეთს მოუწევდა ტვირთის ჩამოტანა ნოვოროსიისკიდან ფოთის პორტში, იქიდან კი რკინიგზით ერევანში.

მაგრამ, როგორც ცნობილია, გადაზიდვის მულტიმოდალური მეთოდი ყოველთვის ეფექტური არ არის იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთს არა აქვს საკუთარი ბორანი.

თბილისი გეგმავს მარცვლეულის იმპორტის გაზრდას ნურ-სულთანიდან (ყაზახეთი). ამ საკითხის განსახილველად ივლისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ყაზახეთის მარცვლეულისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ.

ბეღელი ცარიელია, რუსეთში მოსავლის შემცირებას ელიან - გაძვირდება თუ არა პური საქართველოში>>

თუმცა ნიკოღოსიანი და ცაგარეიშვილი არ იზიარებენ იმ მოსაზრებებს, რომ სომეხი ტრეიდერები საქართველოსა და ყაზახეთს შორის ახალი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში რაიმე მოგებას ნახავენ. ყაზახეთიდან სომხეთში მარცვლის ტრანსპორტირებისთვის არსებობს ორი მარშრუტი, მაგრამ ისინი სომხეთისთვის ჩაკეტილია.

საქართველოს ყაზახეთიდან ხორბლის მომწოდებლები ეწვივნენ - Sputnik საქართველო
საქართველოს ყაზახეთიდან ხორბლის მომწოდებლები ეწვივნენ

„თუ საქართველო ყაზახეთიდან მარცვალს შემოიტანს, ამისთვის აზერბაიჯანის რკინიგზას გამოიყენებს. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა ბაქოსთან, ჩვენთვის ეს გზა ჩაკეტილია", – განაცხადა სომხური კომპანიის დირექტორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისსა და ბაქოს შორის მოქმედებს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საქართველოს არა აქვს უფლება, სომხეთს მიაწოდოს ან მიჰყიდოს ტვირთი, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით შემოდის.

არსებობს მეორე მარშრუტიც – რუსეთის გავლით, მაგრამ ის საკმაოდ ძვირია. ამ შემთხვევაში ყაზახეთიდან მარცვალი ჯერ ვლადიკავკაზში უნდა ჩავიდეს, შემდეგ კი „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით „ბაგრატაშენის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე სატვირთო ავტომობილებით გადაიზიდოს, შემდეგ კი ტვირთი რკინიგზით ერევანში გაიგზავნება. გადამზიდებისთვის ეს მარშრუტი არახელსაყრელია. ამიტომ ისინი მხოლოდ რუსული მარცვლეულის იმედად არიან.

ყველა ახალი ამბავი
0