სასწრაფოდახმარების მანქანები აზერბაიჯანში

ტრაგედია აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილში - სამხედროს სატანკო ჭურვის დენთი ძირს დაუვარდა

110
(განახლებულია 20:42 06.07.2019)
აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილში აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ უწყებაზე დაყრდნობით.

შაბათს ერთ-ერთ სამხედროს სატანკო ჭურვის დენთის კონტეინერი ძირს დაუვარდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა.

ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთ კი დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

110
თემები:
მსოფლიო დღეს (1799)
კარანტინი სომხეთში

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის ცხედარი დაკარგეს

99
გარდაცვლილი ქალის ნათესავების თქმით, მორგში სანიტარს ცხედრები აერია და ქალის ცხედარი გადასცა სხვა ოჯახს, რომელმაც ის უკვე დაკრძალა

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ნათესავები ორი დღე მის ცხედარს ვერ პოულობენ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ქალის შვილიშვილმა დახმარებისთვის მიმართა პარლამენტის დეპუტატს „აყვავებული სომხეთიდან“ ნაირა ზოგრაბიანს.

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, სანიტარმა, რომელიც გარდაცვლილის ცხედარს მორგში მიასვენებდა, ქალის სახელი და გვარი არასწორად ამოიკითხა და ცხედარი სხვა ოჯახს გადასცა. სავარაუდოდ, ქალი სხვა ადამიანის ნაცვლად უკვე დაკრძალეს, აღნიშნა მან. მსგავსი რამ შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ინფიცირებულების ცხედრებს დალუქულ სასახლეებში კრძალავენ.

შემთხვევის გახმაურების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკოგისიანმა აღნიშნა, რომ უწყება და პოლიცია ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ და ამ საკითხზე მუშაობენ.

„ამ მომენტისთვის დეტალებს არ ვასაჯაროებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დნმ-ის ტესტი ჩატარდება“, - დაწერა მან.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მომავალში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს გაასაჯაროებს.

1 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26 065-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 14 563 ადამიანი. კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა 453 ადამიანი, კიდევ 149 - სხვა მიზეზების გამო.

99
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
აზერბაიჯანის პოლიცია

აზერბაიჯანი მკაცრი კარანტინის გახანგრძლივებაზე მსჯელობს

136
მთავრობაში განიხილება გარკვეულ ქალაქებში მკაცრი კარანტინის ორი კვირით გახანგრძლივების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, განაცხადა ხიკმეტ გაჯიევმა ოპერატიული შტაბის ბრიფინგზე.

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და რაიონში მოქმედებს მკაცრი კარანტინი, მაგრამ არის საუბარი გარკვეული დროით შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ხიკმეტ გაჯიევმა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

5 ივლისამდე რამდენიმე ქალაქსა და რაიონში ძალაში რჩება მკაცრი კარანტინის რეჟიმი, მაგრამ ახლა განიხილება იდეა მისი კიდევ ორი კვირით გახანგრძლივების შესახებ, განაცხადა გაჯიევმა.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული, აღნიშნა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეისათვის აზერბაიჯანი ახორციელებს თავის საქმიანობას როგორც ყარაბაღის კონფლიქტის, ისე კორონავირუსთან ომის პირობებში.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსული ინფექციის 17 524 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9715 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 213 - გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებული 7596 პაციენტის მკურნალობა კლინიკებში გრძელდება.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 21 ივნისის 00:00 საათიდან 5 ივლისის 06:00 საათამდე ბაქოში, სუმგაითში, ლენქორანში, ევლახში, ჯალილაბადში, განჯაში, მასალისა და აფშერონის რაიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ამ ქალაქებსა და რაიონებში შეჩერებულია თითქმის ყველა სფეროს მუშაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა. იმ პირთა, ასევე ტრანსპორტის გადაადგილება, რომელთა საქმიანობაც არ შეწყვეტილა, ნებადართულია მხოლოდ საშვებით.

136
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 4 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 19:15 03.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

4 ივლისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

კარგი დღეა ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მიღებისთვის. ამ დღეს რეკომენდებულია კორექტივების შეტანა ბიზნესში, გავლენის სფეროს გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, ახალი ცოდნის მიღებს, მუშაობა, მატერიალურ საკითხებზე მუშაობა.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების წამოწყება, განსაკუთრებით – მარტო, ასევე დიდი ხნით უსაქმოდ ყოფნა, დასვენება. დღე კატეგორიულად არ მიესადაგება დიდ ხარჯებს, ანუ არ შეიძინოთ ძვირადღირებული არაფერი.

თმის შეჭრა, შეღებვა: მთვარე თმის ზოგად მდგომარეობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს, შეჭრა თმას ძალასა და სიჯანსაღეს მისცემს, თმა უფრო ძლიერი გახდება და შეცერდება მისი ცვენა.

კარგი დღეა თმის შეღებვისთვის, განსაკუთრებით ჭაღარის. ასევე ქიმიური დახვევისთვის.

მებაღეობა: რეკომენდებული არ არის დარგვა, დათესვა, გასხვლა, გადარგვა. მოსავალი კარგი არ იქნება და ბევრ პრობლემას მოგიტანთ.

შეიძლება სარეველასთან, მავნებლებთან ბრძოლა, მორწყვა და სასუქის მიცემა იმ მცენარეებისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ.

0