რისი შემოტანა შეიძლება საქართველოში და რისი – არა

© photo: Sputnik / Samvel Sepetchyan / გადასვლა მედიაბანკშისაკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბავრა"
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბავრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი ლიტრი ღვინო, ათი კოლოფი სიგარეტი და 30 კილოგრამი საკვები – ამდენის შეტანა შეიძლება საქართველოში. თუ მეტია, მას საბაჟოზე ჩამოართმევენ.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა გამოაქვეყნა იმ ნივთების სია, რომელთა შეტანა აკრძალულია საქართველოში და იმ საგნების, რომელთა შეტანისთვის საფასურია გადასახდელი, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

ქვეყანაში კატეგორიულად არის აკრძალული ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების შეტანა. ისინი ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ექიმის ცნობა, რომ ეს პრეპარატები აუცილებელია მკურნალობისთვის. ამასთან, მისი მოცულობა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს იმ დღეების რაოდენობას, რამდენი ხნითაც აპირებს ადამიანი საქართველოში დარჩენას.

„დიდი პოტენციალი“ - მაია ცქიტიშვილმა სომხეთში გამართული შეხვედრები შეაჯამა>>

ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: ეთილის სპირტის შემცველი სასმელები – მაქსიმუმ 2 ლიტრი, ღვინო – 4 ლიტრი, ლუდი – მაქსიმუმ 16 ლიტრი.

რაც შეეხება სიგარეტს, მისი შეტანა შესაძლებელია 200 ღერის ოდენობით, სიგარის – 50 ცალი, თამბაქოს სხვა პროდუქტების – 200 ცალის ოდენობით. არასრულწლოვანებისთვის აკრძალულია თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების გადატანა.

საქართველოს საზღვარზე ნებადართულია 30 კილოგრამი საკვების გადატანა.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
ავიაკომპანია Armenia თბილისიდან მოსკოვში ფრენებს განახორციელებს

შეტანილი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საერთო ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 30 ათას ლარს.

სომხეთიდან საქართველოში აკრძალულია იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და რადიოაქტიური ნივთიერების შეტანა.

ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების შეტანა მხოლოდ დამატებითი ნებართვისა და სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაშია ნებადართული.

თუ გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება 3 000 ლარიდან 10 000 ლარამდეა, საქართველოს საზღვარზე ამ საქონლის გატანისთვის გადასახადია 20 ლარი. თუ საქონლის ღირებულებაა 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე, გადასახდელია 300 ლარი, ხოლო თუ საქონლის ღირებულება 15 000 ლარს ჭარბობს - 400 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0