Баку в тумане

ნისლიანი, მაგრამ არა ალბიონი: ბაქო თეთრ ბურუსშია გახვეული

173
დილით ბაქოში ხილვადობა 200-600 მეტრის რადიუსით იყო შეზღუდული

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საღამოს ბაქო კვლავ ნისლში გაეხვევა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე დაყრდნობით.

ბაქოში დილიდან ძლიერი ნისლი იყო, ზოგან ხილვადობა იყო 200-600 მეტრის რადიუსში. ჰაერის ტენიანობამ 86-88% შეადგინა.

ეკოლოგიის სამინისტროს მონაცემებით, ნისლი გამოწვეულია სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ქარით, რომელსაც ზღვიდან ხმელეთზე ჰაერის ნოტიო მასები მოაქვს.

დღის განმავლობაში ბაქოსა და აფშერონში ქარმა ნისლი გაფანტა. თუმცა ღამის საათებში დედაქალაქში კვლავ ნესტიანი და ნისლიანი ამინდი იქნება. ამის შესახებ სამინისტრომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა გააფრთხილა.

173
თბილისი

საქართველოს ორასზე მეტი მოქალაქე აზერბაიჯანში გაემგზავრება

253
(განახლებულია 17:21 10.08.2020)
350-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის არიან აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გაემგზავრება.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან სამშობლოში აზერბაიჯანის მოქალაქეების მორიგი ჯგუფი გაემგზავრება, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

სულ იგეგმება 352 ადამიანის გაყვანა, მაგრამ აქედან აზერბაიჯანის მოქალაქე მხოლოდ 107-ია. ამ ჯგუფში ასევე არის საქართველოს 233 და რუსეთის 12 მოქალაქე.

ამ ადამიანებს ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და მათი შედეგები დამაკმაყოფილებელია. შესაბამისი ცნობის მიღების შემდეგ ისინი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოდან ექვსი ავტობუსით საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრისკენ გაემგზავრებიან.

პანდემიის პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.

253
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ტესტი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 40 ათასს გადააჭარბა

61
(განახლებულია 11:04 10.08.2020)
სონხეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპები თანდათანობით იკელბს, თუმცა საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი თვით გაგრძელდა

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. სომხეთში კორონავირუსის დადასტურებელი შემთხვევების რაოდენობა 40 185–მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik–სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ბოლო დღე–ღამეში 200 ინფიცირებული გამოვლინდა.

სულ სომხეთში კორონავირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა 785 ადამიანი (პლუს 8 გასულ დღე-ღამეში), კორონავირუსის მქონე პაციენტებიდან სხვა მიზეზებით გარდაიცვალა 228 ადამიანი.

ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 32 395 ადამიანი, ამჟამად მკურნალობს 6 777 პაციენტი.

სომხეთში საგანგებო რეჟიმი მარტში ამოქმედდა და ის 12 აგვისტომდეა გაგრძელებული. აკრძალულია შეკრებები, მიტინგები, სავალდებულოა პირბადის ტარება.

61
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ბლოკპოსტი მესტიაში

რა ხდება მესტიაში: ბოლო ცნობები

0
(განახლებულია 16:34 11.08.2020)
ჩაკეტილ რეგიონში დღეს ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს, ადგილზე  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჩასვლას ელოდებიან.

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მესტიის ცენტრში საველე კარავია მოწყობილი, სადაც ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე მოსახლოებას იკვლევენ, იუწყება პირველი არხი.

ყაზბეგში კორონავირუსის კერა აღმოაჩინეს>>

მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

ჩაკეტილ რეგიონში დღეს ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს და მოსახლეობას ვირუსზე იკვლევს. ადგილზე  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჩასვლას ელოდებიან.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, მუნიციპალიტეტში უკვე ელოდებიან კორონავირუსზე ჩატარებული 420–ზე მეტი ტესტის პასუხს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში