რა ელის დავით–გარეჯს: აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოსთან საზღვრის საკითხი გადაწყვიტოს

© Photo: courtesy of Miho Neimanდავით–გარეჯი
დავით–გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული სამონასტრო კომპლექსის დავით–გარეჯის გარშემო არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანი მზადაა, უახლოეს პერიოდში დაასრულოს აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვრის დემარკაცია, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყნის საგარეო უწყების პრეს–მდივნის ლეილა აბდულაევას განცხადებაზე დაყრდნობით.

უძველესი სამონასტრო კომპლექსი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან რამდენიმე დღის წინ გადაადგილების ამკრძალავი ნიშნების დაყენება დაიწყეს.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
საკითხი მოგვარებულია: აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის მონასტრისკენ გზა გახსნა

ინფორმაცია დავით-გარეჯში არსებულ ვითარებაზე მასმედიაში მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის (ონიანი) ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. არქიმანდრიტმა ეს მოვლენები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირა, რომ აუცილებელია საზღვრის სადავო მონაკვეთებზე რაც შეიძლება მალე შეთანხმება და დელიმიტაციის პროცესის დასრულება. ეს საკითხი მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს დასვა.

გუშინ საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლები აზერბაიჯანელ კოლეგებს დაუკავშირდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და აზერბაიჯანელმა მესაზღვრეება უდაბნოს მონასტრისკენ გზა გახსნეს.

„აზერბაიჯანი ყოველთვის იყო აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვრის სწრაფი დელიმიტაციის მომხრე. აზერბაიჯანი მზადაა, უახლოეს პერიოდში დაასრულოს ეს პროცესი“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში.

აბდულაევამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ქვეყნებს შორის წყდება ორმხრივი ფორმატის ფარგლებში, ამგვარ საკითხებში საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული შეთანხმებების საფუძველზე.

დავით–გარეჯი - Sputnik საქართველო
ხელოვნური დაძაბულობა: პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანთან საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება.

Europa Nostra: დავით–გარეჯი საფრთხის ქვეშაა>>

ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.

ყველა ახალი ამბავი
0