როდის შევძლებთ ევროპაში ჩასვლას მატარებლით

© photo: Sputnik / Murad OrujovStadler-ის მატარებელი
Stadler-ის მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატარებლების მოძრაობის გრაფიკი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შეთანხმდება.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ტვირთის გადაზიდვამ თბილისი-ბაქო-ყარსის რკინიგზით ამჟამად 184 ათას ტონას მიაღწია, აქედან 17,5 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა ტრანზიტით თურქეთის გავლით, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" თურქეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურქანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო. სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი სამგზავრო მატარებელი გაივლის>>

თურქი მინისტრის განცხადებით, 24-25 მაისს ანკარაში ჩატარდება სხდომა, რომელშიც მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ კვირაში რამდენჯერ იმოძრავებს ბაქო-თბილისი-ყარსის გზაზე სამგზავრო მატარებლები და როგორ უნდა მოხდეს ბილეთების გაყიდვა.

„აზერბაიჯანის რკინიგზასთან" შეთანხმების მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გაშვებული იქნება კომპანია Stadler-ის წარმოების ათვაგონიანი სამგზავრო მატარებლები. თითოეული შემადგენლობა 257 ადამიანზე იქნება გათვლილი", – განაცხადა თურქანმა.

მან აღნიშნა, რომ შემდგომში თურქეთი და აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის სატვირთო ვაგონების წარმოების ერთობლივ ორგანიზებას მოახდენენ.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - Sputnik საქართველო
თბილისი, ბაქო და ანკარა თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ეხება არა მხოლოდ სამი ქვეყნის ეკონომიკას, რომელთა ტერიტორიებზეც გადის ის, არამედ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ჩინეთის ინტერესებსაც", – განაცხადა თურქანმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საერთო სიგრძეა 829 კილომეტრი.

ბაქო-თბილისი-ყარსის წლიური სავარაუდო გამტარუნარიანობაა — მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონამდე შეიძლება გაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0