რაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა სომხურ სოფელში

© photo: The Prime Minister of the Republic of Armeniaმამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში შეხვედრისას
მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში შეხვედრისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხური მხარის აზრით, ერევანსა და თბილისს რეგულარული ურთიერთობები და შეხვედრები სჭირდებათ.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სომხურ მხარეს სურდა საქართველოს პრემიერისთვის ენოკავანის მთელი სილამაზე ეჩვენებინა, განუცხადა „Sputnik-სომხეთს" სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ვლადიმერ კარაპეტიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მისმა კოლეგა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის სოფელ ენოკავანში არაფორმალური შეხვედრა გამართეს.

„ეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძესთან არაფორმალური მეორე შეხვედრაა. სამწუხაროდ, ამინდმა თავისი კორექტივები შეიტანა და ვერ შევძელით ქართველი პრემიერისთვის ენოკავანის მთელი სილამაზისა და შესაძლებლობების ჩვენება", – განაცხადა კარაპეტიანმა.

თუმცა, ეს შეხვედრის შინაარსზე არ ასახულა: ტრადიციულად გაიმართა დიალოგი, რომელიც ჩატარდა დადებით ატმოსფეროში, აღნიშნა სომხეთის პრემიერის პრეს-მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერევანსა და თბილისს რეგულარული ურთიერთობები და შეხვედრები ესაჭიროებათ. არაფორმალური შეხვედრები, რასაც პრემიერები მხოლოდ ემხრობიან, ურთიერთობების დინამიკას ეხმარება.

„შეხვედრა სპონტანური არ ყოფილა, მას არაფორმალური ხასიათი ჰქონდა, ამიტომ დიდი საჯარო სამუშაო არ ჩატარებულა. ჩვენ ჩვენი მხრივ მოვამზადეთ ყველაფერი და გვსურდა, რომ საქართველოს პრემიერს სომხეთში თავი კომფორტულად ეგრძნო.

ბახტაძემ და ფაშინიანმა სომხეთის ერთ-ერთ სოფელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს>>

ბახტაძისა და ფაშინიანის ეს არაფორმალური შეხვედრა რიგით მეორეა. პირველი 2019 წლის იანვარში ბოლნისში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0