სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

„ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია“ - რა გზავნილები მიაწოდა ზურაბიშვილმა სომხეთს

138
(განახლებულია 21:26 14.03.2019)
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ვიზიტისას წინა პლანზე წამოიწია ორმა მთავარმა თემამ - საერთო საზღვრის დემარკაციის პრობლემამ და სომხეთში კულტურული ძეგლების რესტავრაციის საკითხმა

ზურაბიშვილი სომხეთს პრეზიდენტის რანგში პირველად სტუმრობდა. ორი დღის განმავლობაში მან მოლაპარაკებები გამართა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან, ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-სთან.

რატომ მიდის ზურაბიშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთში? >>

„ერთად ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია, ვიდრე ცალ-ცალკე. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, - ასეთი გზავნილით ეწვია ზურაბიშვილი სომხეთს.

Президент Грузии Саломе Зурабишвили в ходе визита в Армению
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ვიზიტის დროს

საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში გვირგვინით შეამკო მემორიალური კომპლექსის მარადიული ცეცხლი და დარგო ნაძვი ხსოვნის ალეაში. სომეხთა გენოციდის მუზეუმში ზურაბიშვილმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერიც დატოვა.

სად გადის საზღვარი?

ზურაბიშვილი სომხეთს აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ესტუმრა. სწორედ ბაქოში წამოჭრა პირველად ქართული სახელმწიფოს მეთაურმა საზღვრის დემარკაციის საკითხი და აზერბაიჯანელ კოლეგებს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შესთავაზა.

ზურაბიშვილმა ერევანში ქართულ-სომხური საზღვრის დემარკაციის საკითხი წამოსწია >>

ანალოგიური განცხადება ზურაბიშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დროსაც გააკეთა. საქმე ისაა, რომ როგორც საქართველოსთან, ისე სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი სსრკ-ის დაშლის დღიდან დგას დღის წესრიგში.

„ვფიქრობთ, დადგა დრო ჩვენი ორი ქვეყნისთვის, დავასრულოთ დემარკაციის პროცესი. ახალი იმპულსი მივცეთ კომისიას, რათა დავუბრუნდეთ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოეწერა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა არმენ სარქისიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან, სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხთა საგანგებო კომისიები აქვს შექმნილი.

Саломе Зурабишвили и Армен Саркисян проводят совместную пресс-конференцию в ходе визита президента Грузии в Армению
photo: Sputnik / Aram Nersesyan
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი ერთობლივ პრესკონფერენციაზე

კულტურული ძეგლები

სომხეთის პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლო ფაშინიანთან შესახვედრად გაემართა. თუ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, სომხეთის მთავრობის მეთაურთან შეხვედრა კულტურულ ურთიერთობებს დაუთმო.

პირისპირ შეხვედრისას ზურაბიშვილმა სომხეთის მხარეს შესთავაზა ქართველი სპეციალისტების ჩართვა სომხეთში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

Саломе Зурабишвили и Никол Пашинян
სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლ ფაშინიანი

„საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვის საკითხი წამოჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბიშვილმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების განახლების იდეა წამოაყენა. შეთანხმების მოქმედების ვადა 2018 წელს ამოიწურა. პირველად შეთანხმებას ხელი მოეწერა 2013 წელს.

მშვიდობა უალტერნატივოა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის ნაციონალურ კრებაში (პარლამენტში) გამართა. ზურაბიშვილი საქართველოს დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

ზურაბიშვილი: საქართველოს სომხები ქვეყნის ცხოვრებაში მეტად უნდა იყონ ჩართულნი >>

მირზოიანთან შეხვედრისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანად უნდა დარეგულირდეს.

„ჩვენი პოზიცია ურყევია: ეს კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება გადაიჭრას. ჩვენ ამ პოლიტიკის მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ ვფიქრობთ, რომ რეგიონში სხვა ალტერნატივა არსებობს. ყველაფერი, რაც კონფლიქტებს ამწვავებს და მათ მოგვარებას ართულებს, ჩვენი რეგიონის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ერთადერთი გზა ამ კონფლიქტების მოგვარებისა არის უფრო მაღალი დონის პარტნიორების პოლიტიკური ჩარევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის პარლამენტის ხელმძღვანელმაც დაუჭირა მხარი.

„ჩვენი მტკიცე და მყარი კავშირები შესაძლებლობას გვაძლევს, ვითანამშრომლოთ საერთაშორისო არენაზე, სადაც ერთმანეთს ზურგს ვუმაგრებთ და ჩვენი შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, სომხეთის დელეგაცია თავს იკავებს ისეთ საკითხებზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან, რომლებიც საქართველოს ინტერესებს აზიანებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებით შეიძლება გადაიჭრას. ეს ყველას ინტერესებში შედის“, - აღნიშნა მირზოიანმა.

Визит Саломе Зурабишвили в Ереван
photo : Sputnik / Aram Nersesyan
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში

ახალი სამხრეთკავკასიური პოლიტიკა

სომხეთში ზურაბიშვილის ვიზიტი არ უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული მოვლენა, არამედ საჭიროა მისი განხილვა აზერბაიჯანში სტუმრობასთან ერთ ჭრილში, ფიქრობს პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე. ექსპერტის აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოსა და ერევანს მიანიშნა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიის ახალი პოლიტიკის ფორმირებაში, რომელიც დამყარებული იქნება საერთო უსაფრთხოებაზე.

„როგორც ჩანს, მას (ზურაბიშვილს, რედ.) აქვს ორი მნიშვნელოვანი გზავნილი. პირველი ისაა, რომ საქართველო კვლავინდებურად რჩება ევროპის ორბიტაზე და ჩვენი მთავარი მიზანი ევროპასთან დაახლოებაა, მაგრამ აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტით მან მიანიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოში გვჭირდება არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკა, არამედ სამხრეთკავკასიურიც, რომელიც ამ დრომდე სამხრეთ კავკასიაში არ არსებობდა“, - განაცხადა სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

სომხეთში ზურაბიშვილის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხია. ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოვალეა, ესაუბროს ამ პრობლემებზე როგორც ბაქოს, ისე ერევანს.

ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში - საუკეთესო ფოტოები >>

საქმე ისაა, რომ მთავარი დაბრკოლება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ზედ საზღვარზე მდებარეობს. ოფიციალური თბილისი კომპლექსის თავისი ქვეყნის საზღვრებში მოქცევას ითხოვს.

„დემარკაციასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს. ალბათ იცით, რომ აზერბაიჯანში სადემარკაციო ხაზზე მდებარეობს მონასტერი, რომელიც ქართველებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლია და ხშირად ქართველებს ამ ადგილების მონახულებისას პრობლემები ექმნებათ. მან (ზურაბიშვილმა, რედ.) უნდა ისაუბროს პრობლემებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებს აწუხებთ. საქართველოში ბევრი უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ ახერხებს კულტურული ღირსშესანიშნაობის მშვიდად მონახულებას“, - დასძინა სიხარულიძემ.

ზურაბიშვილის ვიზიტის დასკვნითი აკორდი სრულიად სომეხთა კათოლიკოს  გარეგინ II-სთან ეჩმიადინში შეხვედრა გახდა.

138
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (205)
სასწრაფო დახმარების ექიმები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

93
კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 81 ადამიანი, აქედან 4 გასულ დღე-ღამეში დაიღუპა. კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 33 (გასულ დღე-ღამეში - 1).

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. სომხეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 6 661-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

23 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში იყო 6302 დადასტურებული შემთხვევა. ამგვარად, გასულ დღე-ღამეში 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 81 ადამიანი, აქედან 4 გასულ დღე-ღამეში დაიღუპა. კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 33 (გასულ დღე-ღამეში - 1).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 3 064-მა ადამიანმა დაამარცხა. სტაციონარებში 3 483 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყანაში სულ 50 397 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 13 ივნისამდე გაგრძელდა. 18 მაისიდან სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მგზავრებმა აუცილებლად უნდა ატარონ პირბადეები და ხელთათმანები. გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოლები, მთლიანად მოიხსნა აკრძალვა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობაზე, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ღია ცის ქვეშ მუშაობის უფლება ჰქონდათ.

93
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი

სკანდალი ამოწურულია? სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ბოდიში მოუხადა

2042
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საქართველოში COVID-19-ის სტატისტიკასთან დაკავშირებით სერიოზულად გაანაწყენა ჩენი ქვეყნის სამედიცინო თანასაზოგადოება

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დიპლომატიური არხებით გადასცა ოფიციალურ თბილისს თავისი წუხილი უწყების ხელმძღვანელის, არსენ ტოროსიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, იუწყება Sputnik-სომხეთი.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა შაბათს გამართულ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე აღიარა, რომ საქართველოში მიღებული და დღემდე მოქმედი შეზღუდვები იყო უფრო ეფექტური, ძლიერი და მკაცრი. თუმცა მან ეჭვი შეიტანა ინფიცირებულთა დათვლის მეთოდოლოგიაში და აღნიშნა, რომ სომხეთში ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა უკეთესია, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში. ტოროსიანის სიტყვებმა საქართველოში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, სამედიცინო საზოგადოებამ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში. მათ მაცნობეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში. დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და მისი სახელით გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც, მათი განმარტებით, იყო არასწორად ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და რომ ისინი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ წუხილს. მან საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ქართული საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მედიაში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება გავრცელდა, საელჩო მაშინვე დაუკავშირდა სომხურ მხარეს.

„რა თქმა უნდა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, მათ შორის, ოფიციალური პირის მხრიდან, ისეთი მაღალი ოფიციალური პირის მხრიდან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შაბათს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მაღალჩინოსანი არ უნდა აკეთებდეს მსგავს უსაფუძვლო განცხადებებს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და მან ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ხოლო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ საქართველო არ მალავს გამოვლენილი შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობას.

საქართველოში კორონავირუსით სომხეთის ორი მოქალაქე დაინფიცირდა >>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 730 ადამიანს, აქედან 522 გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

2042
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (205)
ნეკა დოროყაშვილი

„რთულ ემოციურ მდგომარეობაში ვარ...“ - ნეკა დოროყაშვილი განცხადებას ავრცელებს

0
(განახლებულია 17:19 25.05.2020)
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული, საზოგადოების მხრიდან მისი ოჯახის მიმართ ყურადღება ერთიორად გაიზარდა

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის განცხადებით, დღევანდელ კონფერენციას, რომელსაც მისი ადვოკატები მართავენ, ის ემოციური მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

მისი თქმით, მისთვის არაა ადვილი ის ყველაფერი, რაც მასა და მისი შვილის გარშემო ხდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სანაცვლოდ გირაო შეუფარდა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება