სომხეთში საქართველოს გავლით მარცვლეულის ტრანზიტზე მოლაპარაკებების ჯგუფი შეიქმნა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე სიმინდისა და ხორბლის საავტომობილო გზით შემოტანის აკრძალვა 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სომხეთის მთავრობასთან საქართველოს გავლით ხორბლისა და სიმინდის ავტოტრანსპორტით გადატანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, განაცხადა სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გეგამ გევორქიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს ტერიტორიაზე სიმინდისა და ხორბლის საავტომობილო გზით შემოტანის აკრძალვა 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიდო. მანამდე კი საქართველო და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ საკითხს პერმანენტულად განიხილავენ, რათა დანიშნული ვადისთვის კონკრეტული წინადადებების რეალიზებას შეუდგნენ.

ხორბალი - Sputnik საქართველო
შეთანხმება მიღწეულია: ხორბლის იმპორტიორებისთვის აკრძალვა ერთი წლით გადავადდა

„სომხეთის მთავრობამ ქართველ კოლეგებთან ამ საკითხის განსახილველად მოლაპარაკებების ჯგუფი ჩამოაყალიბა. საკითხი დღის წესრიგშია. ის ყოველმხრივ განხილვას საჭიროებს. ვფიქრობ, ურთიერთმომგებიან გადაწვეტილებას მივაღწევთ“, – განაცხადა გევორქიანმა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

ავტოტრანსპორტით მარცვლეულის მიწოდების აკრძალვა მხოლოდ ერევანს არ აწუხებს. თბილისში იმპორტიორები ამ აკრძალვის დაწესების გადაწყვეტილებას ოთხი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ. მათ ლილოში თავისუფალი ეკონომიკური ზონაც კი გადაკეტეს.

ერევნისა და თბილისის სატრანსპორტო უწყებებმა და რკინიგზებმა 1 სექტემბრიდან გადაცხადეს, რომ ფოთის პორტიდან სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფები გაიაფდა. ფასდაკლებამ 52% შეადგინა. სომხეთში წელიწადში შედის 280–300 ათასი ტონა მარცვლეული. ერთ სატვირთო ავტოკონტეინერს გადააქვს 22 ტონა, ხოლო რკინიგზის შემთხვევაში კონტეინერის ტვირთის წონა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0