აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოში 1,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩადო

© Sputnik / Alexander Imedashviliკომპანია SOCAR-ის ცენტრალური ოფისი საქართველოში
კომპანია SOCAR-ის ცენტრალური ოფისი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე SOCAR-ი 116 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ნავთობკომპანიამ SOCAR საქართველოში საქმიანობის დღიდან ქვეყანაში 1,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" კომპანიის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით.

„სოკარი" 2018 წელს თავისი შვილობილი კომპანიის SOCAR Georgia Gas მეშვეობით საქართველოში 1,8 მლრდ კუბომეტრი გაზის მოწოდებას გეგმავს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 28.57%-ით მეტია.

დავით ჩირაძე - Sputnik საქართველო
„საქართველოს რკინიგზა" მზადაა, ნავთობის გადაზიდვის ტარიფები შეამციროს

ანგარიშის თანახმად, SOCAR Georgia Gas-მა 2017 წელს საქართველოს მოაწოდა 1,4 მლრდ კუბომეტრი გაზი, 194,2 მლნ კუბომეტრი ქვეყანას მოაწოდა SOCAR Georgia Gas Distribution-მა.

მთლიანობაში SOCAR Georgia Gas-მა საქართველოში 2008 წლიდან 190 მლნ დოლარი ჩადო და 150 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა. მთელი საქართველოს მასშტაბით „სოკარი" 590 ათას აბონენტს ემსახურება.

რაც შეეხება ნავთობს, გასულ წელს აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანიის კიდევ ერთმა შვილობილმა კომპანიამ SOCAR Georgia Petroleum საქართველოს მოაწოდა 347 მლნ ლიტრი ნავთობი. ამ კომპანიის საერთო ინვესტიციებმა საქართველოში 196 მლნ დოლარი შეადგინა.

„სოკარი" ამჟამად საქართველოში ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ძირითადი მომწოდებელია.

საქართველოში კომპანიაში დაახლოებით ოთხი ათასი თანამშრომელი მუშაობს და მოქმედებს 116 ავტოგასამართი სადგური.

 

ყველა ახალი ამბავი
0