„ცხელი აგვისტო“: რატომ გაჩნდა ზემო ლარსზე მრავალკილომეტრიანი საცობი

© Sputnik / Alex Shlamovსაცობები ზემო ლარსზე
საცობები ზემო ლარსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი - ზემო ლარსთან“ მრავალკილომეტრიანი რიგები სექტემბრის მეორე კვირამდე შენარჩუნდება, განაცხადეს ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოზე

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი — ზემო ლარსთან“ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების რიგი რუსეთის მხრიდან 8 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 4 კილომეტრს უტოლდება, საქართველოს მხრიდან — 260-მდე მანქანას, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს პრესმდივანმა დიანა ხაევამ.

მშიერ-მწყურვალი: ტრაილერების მძღოლები თავის რიგს ლარსთან მესამე დღეა ელოდებიან >>

მანქანების შემოდინება ბევრჯერ აღემატება ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი — ზემო ლარსის“ საპროექტო გამტარუნარიანობას. ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს წარმომადგენლის განცხადებით, საზღვარს ძირითადად კვეთენ რუსების მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში დასასვენებლად მიემგზავრებიან.

„საკონტროლო-გამშვები პუნქტის საპროექტო გამტარუნარიანობა დაახლოებით 200 მანქანას და 180 სატვირთო ავტომობილს შეადგენს. დღეისათვის კი საზღვარს კვეთს სამ ათასამდე მსუბუქი და ექვსასი სატვირთო მანქანა. პუნქტი გათვლილია დღეში ოთხი ათასი ადამიანის გატარებაზე — ახლა საპასპორტო კონტროლს 14 ათას ადამიანი გადის. მათი უმრავლესობა ტურისტები არიან ", — აღნიშნა ხაევამ.

ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურებმა დამატებითი ზომები მიიღეს „ყაზბეგი — ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტის გამტარუნარიანობის გასაზრდელად: დაემატა ზოლები სატრანსპორტო საშუალებებისთვის და საპასპორტო კონტროლის უბნები.

საბაჟო - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე: „ყაზბეგი" შეუფერხებლად მუშაობს

„აგვისტო ყველაზე ცხელი თვეა, ახლა ტურისტები დასასვენებლად მიდიან და აგვისტოს ბოლოს დაბრუნდებიან. მრავალკილომეტრიან რიგებს სექტემბრის მეორე კვირამდე ველით ", — განმარტა ხიევამ.

„ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სატრანზიტო სახმელეთო გამშვები პუნქტია რუსეთსა და საქართველოს შორის. ქვეყნები განიხილავენ დამატებით საბაჟო პუნქტების ამოქმედების საკითხს: განიხილება 2011 წელს ხელმოწერილი "საბაჟო ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ" შეთანხმების გამოყენების შესაძლებლობა.

ამ დისკუსიების ფარგლებში, რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შვეიცარიულ კომპანია SGS-თან, რომელიც დათანხმდა საბაჟო პუნქტების ოპერატორის როლი შეასრულოს. „ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცხინვალის რეგიონის გავლით ავტომაგისტრალის ამოქმედების საშუალებას იძლევა.

ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა ზემო ლარსის ალტერნატივა დაასახელეს >>

SGS-თან კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, სატრანზიტო მიმოსვლის დაწყების შანსი გაჩნდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგან ერთადერთი სახმელეთო ავტომაგისტრალი — საქართველოს სამხედრო გზა („ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვები პუნქტი) ხშირად გადატვირთვის ან უამინდობის გამო დაბლოკილია.

მთავარ დაბრკოლებად რჩება უთანხმოება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების განხორციელება მხოლოდ მათი მონაწილეობით არის შესაძლებელი.


ყველა ახალი ამბავი
0