საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში მიემგზავრება

© Ministry of Defence of Georgiaლევან იზორია და მისი აზერბაიჯელი კოლეგა ზაქირ ჰასანოვი
ლევან იზორია და მისი აზერბაიჯელი კოლეგა ზაქირ ჰასანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იზორია შეხვედრებს გამართავს თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ბაქო - Sputnik საქართველო
ალიევი: აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა ბევრი ქვეყნისთვისაა მომგებიანი

„დელეგაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში 9 მარტს ჩამოვა", — იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში და სხვა სახელმწიფო უწყებებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბაქოში 10 მარტამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0