ალიევი: აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა ბევრი ქვეყნისთვისაა მომგებიანი

© courtesy of Miho Neimanბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამშრომლობა ნავთობისა და გაზის სფეროში კიდევ უფრო აახლოებს საქართველოსა და აზერბაიჯანს და მტკიცე განვითარების საფუძველს იძლევა, განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანი და საქართველო წარმატებით ახორციელებენ გლობალურ პროექტებს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის, ასევე თურქეთისა და ევროპისთვის, განაცხადა ხუთშაბათს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას.

ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში 15 თებერვალს მუშაობა დაიწყო მინისტრთა მეოთხე სხდომამ „სამხრეთის გაზის დერეფნის" საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

გაზსადენის გაფართოების სამუშაოები რუსთავთან ახლოს - Sputnik საქართველო
გაზი ევროპაში: საქართველოში გაზსადენის გაფართოების სამუშაოები დასრულდა

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა ფართო შესაძლებლობებს აძლევს არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და საქართველოს, არამედ მრავალ ქვეყანას.

„პროექტი "სამხრეთის გაზის დერეფანი" წარმატებით ხორციელდება და ეს ჩვენი ქვეყნების შესაძლებლობებისა და პარტნიორობის მაჩვენებელია", — აღნიშნა მან.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ახორციელებენ გლობალურ პროექტებს ტრანსპორტის სფეროში. პრეზიდენტის განცხადებით, პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი" უკვე შვიდ სახელმწიფოს მოიცავს და მნიშვნელოვანია ინტერესთა შეთანხმება მწარმოებელ ქვეყნებსა და სატრანზიტო ქვეყნებს შორის.

© Official website of the President of Azerbaijanილჰამ ალიევი და დიმიტრი ქუმსიშვილი
Ильхам Алиев встретился с первым заместителем премьер-министра Грузии, министром экономики и устойчивого развития Дмитрием Кумсишвили - Sputnik საქართველო
ილჰამ ალიევი და დიმიტრი ქუმსიშვილი

„ჩვენ ამას მივაღწიეთ და ეს ჩვენი მომავალი წარმატებების გარანტიაა", — აღნიშნა მან.

ქუმსიშვილმა პრეზიდენტ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისალმება გადასცა, აღნიშნა საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა ამ პროექტში და ის, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის" რეალიზაციის შედეგად ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდა.

ალიევმა საქართველოს პრემიერს მისალმებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0