1 მარტამდე სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / STRINGERსაავტომობილო მაგისტრალი
საავტომობილო მაგისტრალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა ვანაძორი-ალავერდი-საქართველოს საზღვრის მაგისტრალზე 08:00-დან 19:00 საათამდე შეიზღუდება.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სომხეთი საქართველოსკენ მომავალი გზის ნაწილს 29 იანვრიდან 1 მარტამდე პერიოდში დღის საათებში ჩაკეტავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

ცენტრალური ავტოტრასა „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ - Sputnik საქართველო
„აღმოსავლეთი-დასავლეთის“ მაგისტრალის მშენებლობაზე მსოფლიო ბანკმა კრედიტი გამოყო

მოძრაობა ვანაძორი–ალავერდი–საქართველოს საზღვრის მაგისტრალის 30-32 კილომეტრზე დილის 08:00-დან საღამოს 19:00 საათამდე შეიზღუდება.

როგორც სომხეთის მხარე განმარტავს, სახელმწიფოთაშორისო გზის ჩაკეტვის მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე ორი გვირაბის მშენებლობაა.

2016 წელს სომხეთის ეროვნულმა სათათბირომ (პარლამენტმა) საკრედიტო შეთანხმება დადო ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც სომხეთისთვის სახელმწიფოთაშორისი გზის „ვანაძორი–ალავერდი–საქართველოს საზღვარი“ ინფრასტრუქტურის აღდგენა–განახლებისთვის 51 მლნ ევროს კრედიტის გამოყოფას ეხებოდა. კრედიტი გზის 92-კილომეტრიანი მონაკვეთის რემონტს, საბჭოთა პერიოდში აშენებული სამი გვირაბისა და ასევე 12 მოძველებული ხიდის შეკეთებას ითვალისწინებდა.

ყველა ახალი ამბავი
0