სამმა აზერბაიჯანელმა და ქართველმა აზერბაიჯანიდან კონტრაბანდულად 160 მლნ $ გაიტანეს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა აზერბაიჯანიდან მილიონობით დოლარი, მილიარდობით რუბლი და ათასობით ევრო ნაწილ-ნაწილ გაიტანეს

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც აზერბაიჯანის სამ მოქალაქესთან ერთად ქვეყნიდან 160 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით.

დაკავება - Sputnik საქართველო
სარფის საბაჟო: იარაღი, ოქრო, ნარკოტიკი – რა იქნება შემდეგ

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის სამი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე 2017 წლის განმავლობაში სავალუტო მანიპულაციებს ახორციელებდნენ და მათ ქვეყნიდან ეტაპობრივად „ნაშოვნი“ ფული გაჰქონდათ.

ბრალდებულებმა კონტრაბანდული გზით აზერბაიჯანიდან 80,7 მილიონი აშშ დოლარი, 5,2 მილიარდი რუბლი და თითქმის 249 ათასი ევრო გაიტანეს.

დაკავებულების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლებით „განმეორებითი კონტრაბანდა“, „პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი კონტრაბანდა“ და „უკანონო მეწარმეობა“.

გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0