ხანძარი ერევნის ცენტრში: დაიღუპა ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ერევნის ცენტრში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა, იუწყება "Sputnik–სომხეთი" რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ხანძარი მოსკოვში - Sputnik საქართველო
ბრძოლა ცეცხლთან: რუსეთში ორი მსხვილი სავაჭრო ობიექტი დაიწვა

შესაბამის სამსახურში შეტყობინება ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შესახებ ორშაბათს, 06:59 საათზე შევიდა.

ბინის ერთ-ერთ საძინებელში 77 წლის მამაკაცი იპოვეს, რომელიც კვამლით გაიგუდა.

დაკვამლიანების შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაზარალდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0