თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მახაჩყალაში დააპატიმრეს BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელმაც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის კორტეჟს გზა არ დაუთმო, გარდა ამისა, მან არაერთი ავარიული სიტუაცია შექმნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სამართალდამცველთა წრეში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
„ტონირებული BMW-ს მძღოლმა არ დაუთმო გზა დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრის კორტეჟს, შემდეგ კი დიდი სიჩქარით მიმალვა სცადა. ამასთან, შექმნა არაერთი საავარიო სიტუაცია“, — განაცხადა წყარომ.
მანვე განმარტა, რომ დადევნებულმა პოლიციამ ვერ შეძლო დამრღვევის გაჩერება კასპიისკსა და მახაჩყალას შორის არსებულ პოსტზე, ვინაიდან ის ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა. დევნა მახაჩყალაში გაგრძელდა, სადაც დააკავეს კიდეც.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ყალბი ფულისა და ფასიანი ქაღალდების დამზადება-შენახვა-გასაღების ფაქტზეა ნასამართლევი. გარდა ამისა, ის ათზე მეტჯერაა მიცემული ადმინიტრაციულ პასუხისგებაში მოძრაობის წესების დარღვევისათვის.