თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ხანძარი ერევნის ქიმკომბინატ "ნაირიტში" მთლიანად ლიკვიდირებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.
ხანძარი "ნაირიტში" 28 აგვისტოს დღისით გაჩნდა.
© video: Sputnik / Карен Епремян
"30 აგვისტოს დილის 09:30 საათის (ადგილობრივი დროით) მდგომარეობით ცეცხლის კერები ოთხივე რეზერვუარში აღარ არის. შექმნილია მათი გაცივების ავტომატური სისტემა", — აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მორიგეობს.