ერევანში ქიმკომბინატში ხანძრის ჩაქრობა გრძელდება

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsხანძარი "ნაირიტში"
ხანძარი ნაირიტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევანში ქიმიურ კომბინატ "ნაირიტში" ხანძარი თითქმის 24 საათია გრძელდება

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მეხანძრეები მთელი ღამე ებრძოდნენ ხანძარს ერევნის ქიმკობინატ "ნაირიტში", იუწყება "Sputnik-სომხეთი" საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

29 აგვისტოს დილის მდგომარეობით, ცეცხლი ჩამქრალია ოთხიდან სამ რკინაბეტონის ტარაში, რომლებიც ხანძრის კერებია. მეოთხე ტარაში მცირე ცეცხლი შენარჩუნებულია.

ხანძრის ჩაქრობაში შვიდი საბრძოლო ქვედანაყოფი მონაწილეობს.

"გუშინ ხანძრის ზონაში ოთხი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მორიგეობდა, დღეს — ერთი, რადგან მათი საჭიროება არ არის", — განუცხადა "Sputnik-სომხეთს" "სასწრაფო დახმარების" უფროსმა თაქუი სტეფანიანმა.

მისი თქმით, ახლომდებარე სახლებიდან დახმარება არვის დაჭირვებია, არ ყოფილა მოწამვლის შემთხვევებიც.

ხანძარი "ნაირიტში" 28 აგვისტოს დღისით გაჩნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0