საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანში ყაჩაღობა ედებათ ბრალად

© photo: Sputnik / Али Кямал / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოთხ მოქალაქეს ყაჩაღურ თავდასხმაში ედება ბრალი.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანის  სოფელ ბუზოვნაში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა პოლიციის თანამშრომლების მიერ დადგენილია, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.

წითელი ხიდი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში არალეგალურად მოხვედრას ცდილობდა

თავდასხმის შედეგად მოპარული იქნა 75 ათასი მანათი, 11 ათასი აშშ დოლარი და 200 ათასი მანათის ღირებულების ოქროს სამკაულები.

როგორც მანამდე Sputnik-ი იუწყებოდა, 11 აგვისტოს სოფელ ბუზოვნაში ოთხმა უცნობმა  ადგილობრივი მცხოვრების სახლში შეაღწია. დამნაშავეებმა დიასახლისს ხელები ქამრით შეუკრეს, შემდეგ იპოვეს სეიფი, საიდანაც აღნიშნული ქონება აიღეს. გარდა ამისა, ბოროტმოქმედებმა სანადირო თოფი წაიღეს, რომელზეც მეპატრონეს ლიცენზია ჰქონდა.

გასულ შაბათს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს — აზერბაიჯანელი ელვინ პირიევი. დანარჩენი ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩდნენ — ზაურ გივიაშვილი (1974წ), ხამოევი ჰუსეინ ჰალილ ოღლუ (1975წ), ემილ გაჯიევი (1982 წ) და ვინმე  ზედმეტსახელად  „ლეში“, რომლის პირადი მონაცემებიც სრულად დადგენილი არ არის. ამ დროისთვის სამართალდამცველები სამძებრო ოპერაციებს ატარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0