კავკასიელი ტყვე ქალი: ბაქოში მამაკაცმა საყვარელი ქალი შვილთან ერთად მოიტაცა

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოტაცებული ქალის დედის თქმით, მამაკაცს მისი ქალიშვილის ცოლად მოყვანა სურდა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბაქოში შეყვარებულმა მამაკაცმა ქალი ორი წლის შვილთან ერთად მოიტაცა, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით.

დაბა რასულზადეს მცხოვრებმა გიულხანუმ იუსიფოვამ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ვინმე ელდარმა სახლის ეზოდან მოიტაცა 1998 წელს დაბადებული მისი ქალიშვილი აიტენი და შვილიშვილი, 2015 წელს დაბადებული იუსიფი.

ქალის თქმით, მამაკაცმა ქალი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა და თან ბავშვიც წაიყვანა. პოლიციის თანამშრომლები შეყვარებული გამტაცებლის ვინაობის დადგენასა და საქმეში გარკვევას ცდილობენ.

ყველა ახალი ამბავი
0