აფეთქება ერევანში: აღმოაჩინეს კიდევ ოთხი ნაღმი

© photo: Sputnik / Karen Yepremyanაფეთქება ერევანში
აფეთქება ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოჩენილი ნაღმები გამნაღმველებმა განაღმვის ცენტრში გადაიტანეს

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ერევნის დავიდაშენის კვარტალში, სადაც აფეთქება მოხდა და მას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ, 3 აგვისტოს კიდევ ოთხი ნაღმი აღმოაჩინეს, იუწყება "Sputnik-სომხეთი".

ერევანი - Sputnik საქართველო
ერევანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, ადგილზე ორი ნაღმი იპოვეს

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, ადგილზე გავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის საინჟინრო-გამნაღმველთა ჯგუფი და სამინისტროს კრიზისული მართვის ეროვნული ცენტრის ჯგუფი. საბრძოლო მასალა მათ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განაღმვის ცენტრში გადაიტანეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0